ახალშენის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალშენის ციხე — ციხესიმაგრე სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ციხე აგებულია შუა საუკუნეებში.

ყოველი მხრიდან მაღალი მთებით გარშემორტყმულ მცირე ხეობის ცენტრში მდებარეობს მთელ არემარეზე გაბატონებული მთა, რომელიც დაფარულია ფოთლოვანი ტყით. მთის ქედი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, რასაც იმეორებს ციხის გეგმა. ციხის მთავარი ნაწილი, დედა ციხე, მდებარეობდა აღმოსავლეთ, ყველაზე უფრო მაღალ ნაწილში. მის ირგვლივ გალავანი ყოფილა, რომლის კონტურები ყველაზე მეტად სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შეინიშნება. სავარაუდოდ, მთის ქედის დასავლეთი ნაწილი, რომელიც მცირე პლატოს წარმოადგენს, შემოზღუდული იყო გალავნით.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]