ახალი ზელანდიის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ზელანდიის სახელმწიფო დროშა
ახალი ზელანდია
მიღებულია 24 მარტი, 1902
პროპორცია 1:2
კომპიუტერული
დიზაინი
ლურჯი დროშა ოთხი წითელი, თეთრი არშიით, ვარსკვლავით გამოსახული სამხრეთის ჯვრით

ახალი ზელანდიის დროშალურჯი დროშის ვარიანტი, მარცხნივ გამოსახული დიდი ბრიტანეთის დროშით და მარჯვნივ ოთხი წითელი ვარსკვლავით, რომელთაც თეთრი არშია აქვთ შემოვლებული და ჯვრის თანავარსკვლავედს აღნიშნავენ.

ახალი ზელანდიის დროშა ფლაგშტოკზე.

ახალი ზელანდიის პირველი დროშა — გაერთიანებული ტომების დროშა, იქნა მიღებული მანამ სანამ ის ბრიტანეთის კოლონია გახდებოდა. პირველი დროშაზე რომელიც 1834 წელს მაორების კრებამ აირჩია იყო წმინდა გიორგის ჯვარი და ოთხი ვარსკვლავი ლურჯ ფონზე. 1841 წელს კოლონიად გახდომის შემდგ გამოიყენებოდა ბრიტანული დროშა. დღევანდელი დროშა შეიმუშავეს 1869 წელს და იყო შეზღუდულ გამოყენებაში, ხოლო 1902 წელს გახდა სახელმწიფო დროშა. დროშაზე ბრიტანეთის დროშის არსებობა ახალი ზელანდიის კოლონიურ წარსულს მიანიშნებს.[1]

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დროშის შეცვლის შესახებ მიდიოდა დებატები.[2] 2016 წელს დროშის შეცვლაზე მოეწყო ორ-ეტაპიანი რეფერენდუმი, რომლის ფინალური მეორე ეტაპი ჩტარდა 24 მარტს. ამ რეფერენდუმზე ქვეყანამ 57%-ით 43%-ის წინააღმდეგ ხმა მისცა არსებული დროშის შენარჩუნებას.[3]

დროშის პროპორციებია — 1:2. ფერები: წითელი (პანტონი 186C), ცისფერი (პანტონი 280C) და თეთრი.[1] ფერები და პროპორცია არის დიდი ბრიტნეთის დროშის შესაბამისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Flags. Ministry for Culture and Heritage (New Zealand) (23 July 2010). ციტირების თარიღი: 2011-09-06.
  2. Jones, Anna (2016-03-24). „The tangled tale of New Zealand's flag debate“. BBC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2019. ციტირების თარიღი: 2019-06-12.
  3. New Zealand votes to keep current flag. BBC News (24 March 2016). ციტირების თარიღი: 2019-06-12