ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო
აბრევიატურა აესკო
შეიქმნა 2002
ტიპი არაკომერციული
მიზანი ეკონომიკური ცოდნის გავრცელება
შტაბ-ბინა თბილისი
მდებარეობა საქართველო
ენა ქართული / ინგლისური
nes-g.org

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო — ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი არაკომერციული ინსტიტუტი. შეიქმნა 2001 წელს, ოფიციალურად დარეგისტრირდა 2002-ში. ინსტიტუტის მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კლასიკურ ლიბერალურ იდეებზე დაყრდნობით.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტიტუტი ემხრობა ავსტრიული ეკონომიკური სკოლისა და საზოგადოებრივი არჩევანის სკოლის იდეებს. მისი მთავარი ღირებულებებია მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი, სუბიექტივიზმი და შეზღუდული მთავრობა. აესკო საკუთარი იდეების პოპულარიზებას სხვადასხვა სემინარების, კონფერენციების, გამოცემების, თარგმანების, საჯარო ლექციებისა და სხვა მეთოდებით ცდილობს. თანამშრომლობენ ნაუმანის ფონდთან (გერმანია), ქეითოს და მიზესის ინსტიტუტთან, ეკონომიკური განათლების, თემფლთონის, ატლასისა და ჰერითიჯის ფონდებთან (აშშ), ჰაიეკის ინსტიტუტთან (ავსტრია), ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტთან (საფრანგეთი) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]