აჭიმი
Jump to navigation
Jump to search
აჭიმი — ელასტიური ბაფთა, რომელიც იჭერს შარვალს, იშვიათად ქვედა ბოლოს. როგორც წესი გადაკიდულია მხრებზე, ხოლო უკნიდან გადაჯვარედინებულია ან შებმული. ფართოდ იყო გავრცელებული XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში, ტარებისას აუცილებლად იმალებოდა პიჯაკით, ან სხვა მოსასხამით.
ძველად აჭიმი ერქვა ცხენის აღკაზმულობის ნაწილს, კერძოდ ლაგამის რგოლებზე მობმულ თოკს, რომლითაც ლაგამი იყო აჭიმული ყურებისკენ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აჭიმი“ ვიკისაწყობში.
- აჭიმი, ნიკო ჩუბინაშვილი — „ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ“, 1812-1825 წწ.;