აშუტოშ გოვარიკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშუტოშ გოვარიკერი
მარათ आशुतोष गोवारीकर
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1964 (57 წლის)
მუმბაი ან კოლჰაპური, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი
აქტიური 1984-დან დღემდე
ჯილდოები Filmfare Award საუკეთესო რეჟისურისთვის (2002)
Filmfare Award საუკეთესო რეჟისურისთვის (2009)
საიტი [[1]]

აშუტოშ გოვარიკერი (მარათ. आशुतोष गोवारीकर, IAST(სანსკრიტ.): Āśutoṣ Govārīkar) — ინდოელი კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი და მსახიობი.

2001 წელს გამოვიდა მისი ფილმი „ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში“, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, იყო ნომინირებული ამერიკულ ოსკარზე 2002 წელს. [1][2]სურათმა „ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში“ გოვარიკერს საშუალება მისცა გადაეღო ცნობილი ფიმლები, რომლებმაც მოიპოვეს მაყურებელთა შორის პოპულარობა და კინოკრიტიკოსების აღიარება. მათ შორის აღსანიშნავია: „სამშობლოში დაბრუნება“ , სადაც მთავარ როლს შაჰ რუჰ ხანი ასრულებს, „ჯოდჰა და აქბარი“ , რომელმაც 2009 წელს  მიიღო წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო. Filmfare Award. 2016 წელს გოვარიკერმა შეასრულა მთავარი როლი მარათულ ენაზე გადაღებულ ინდურ ფილმში Fan.[3][4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშუტოშ გოვარიკერი დაიბადა 1964 წელს ქალაქ კოლჰაპურში ( ან მუმბაიში), მდიდარი მარათების ოჯახში. მამა—აშოკ გოვარიკერი — იყო პოლიციის ერთ -ერთი უფროსი, ბიძა — ვასტან გოვარიკერი — ცნობილი მეცნიერი, რომელიც 1990 -იან წლებში გახდა ინდოეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველი. აშუტოშ გოვარიკერმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში მითიბაის კოლეჯში (Mithibai College), სადაც დაინტერესდა სტუდენტური თეატრით. სტუდენტურმა გატაცებამ  იგი საბოლოოდ  კინოში მიიყვანა.

აშუტოშ გოვარიკერმა კარიერა დაიწყო როგორც მსახიობმა 1984 წელს, მისი დებიუტი შედგა ქეთან მეტას დაბალ ბიუჯეტიან ექსპერიმენტულ ფილმში "ჰოლი", რომელშიც მან შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი. ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე იგი შეხვდა კიდევ ერთ დებიუტანტს, ახალბედა მსახიობს, ბოლივუდის მომავალ ვარსკვლავს— ამირ ხანს. ამის შემდეგ აშუტოშმა ითამაშა სატელევიზო სერიალებში: "ცირკი" (1989), "კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტი" ("C.I.D.") (1998); ფილმებში:  „სახელი“ (1986), „მომაჯადოებელი  შარმი“ (1992) და „სიყვარულის სეზონი“(1993).

28 წლის ასაკში გოვარიკერს მიეცა შესაძლებლობა გადაეღო თავისი პირველი ფილმი. ეს იყო კრიმინალური თრილერი "პირველი ხიბლი" (1993). ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა და კრიტიკოსების მხრიდან მკაცრი შეფასება დაიმსახურა. 1995 წელს გოვარიკერმა გადაიღო „შერკინება“, მთავარი როლი ამირ ხანმა შეასრულა. ამას მოჰყვა ფილმი ისევ ამირ ხანის მონაწილეობით "ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში", რომელიც  გარღვევა იყო რეჟისორის კარიერაში. ფილმმა მიიღო მრავალი ჯილდო ინდოეთში და მის ფარგლებს გარეთ და გახდა 2001 წელს ინდოეთის მესამე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი.

2004 წელს გოვარიკერმა გადაიღო „სამშობლოში დაბრუნება“ მთავარი როლი განკუთვნილი იყო რიტიკ როშანისთვის, მაგრამ მსახიობის უარის შემდეგ, იგი შეასრულა შაჰ რუჰ ხანმა. ფილმმა, რომელიც მოგვითხრობს მეცნიერის დაბრუნების შესახებ  მდიდარი შეერთებული შტატებიდან სამშობლოში —  ინდოეთში, კრიტიკოსების ქება დაიმსახურა , თუმცა კინოგაქირავებაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

ეპიკური ფილმი "ჯოდჰა და აქბარი", გადაღებული გოვარიკერის მიერ 2008 წელს, მაყურებელს მოუთხრობს  დიდ მოგოლთა იმპერიის  ფადიშაჰ აქბარისა და მისი მეუღლის, რაჯპუტის პრინცესა ჯოდჰას სიყვარულზე. „ჯოდჰა და აქბარი“ Filmfare ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც  წლის საუკეთესო ფილმი. 2008 წელს ფილმი  მეოთხე ადგილზე გავიდა ინდოეთში.[6][7][8]

გოვარიკერის შემდგომმა ფილმებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. რომანტიკული კომედია "ვინ ხარ შენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?" (2009),  სადაც პრიანკა ჩოპრა 12 როლს ასრულებდა, გაქირავებაში ჩავარდა და არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ფილმი "გაიმარჯვო ან მოკვდე" (2010) ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლის ერთ -ერთ ეპიზოდზე მოგვითხრობს, მიუხედავად კრიტიკოსების ქებისა, სურათმა სალაროებში  დახარჯული ბიუჯეტის მხოლოდ მეათედი შეაგროვა. კიდევ ერთი  სათავგადასავლო ბლოკბასტერი  — "მოჰენჯო დარო" (2016) რიტიკ როშანის მონაწილეობით—წარუმატებელი გამოდგა და კრიტიკოსების რისხვაც დაიმსახურა.

2016 წელს აშუტოშ გოვარიკერი დაუბრუნდა მსახიობობას, ითამაშა მარათულ ენაზე გადაღებულ  ინდურ  ფილმში Fan.

2019 წელს გამოვიდა რეჟისორის ახალი ისტორიული ფილმი "ბრძოლა პანიპატთან".

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშუტოშ გოვარიკერი დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე სუნიტა გოვარიკერზე, რომელიც  მსახიობების დებ მუხერჯის და მანიშას ქალიშვილია. სუნიტა ასევე  მითიბაის კოლეჯში სწავლობდა.

წყვილს ორი ვაჟი ჰყავს —კონარკი და ვიშვანგი.[9]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორის ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1993 — «პირველი ხიბლი » / Pehla Nasha
  • 1995 — «შერკინება» / Baazi
  • 2001 — «ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში» / Laga
  • 2004 — «სამშობლოში დაბრუნება» / Swades —აგრეთვე პროდიუსერი
  • 2008 — «ჯოდჰა და აქბარი» / Jodhaa Akbar — აგრეთვე პროდიუსერი
  • 2009 — «ვინ ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?» / What's Your Raashee? — აგრეთვე პროდიუსერი
  • 2010 — «გაიმარჯვო ან მოკვდე» / Khelein Hum Jee Jaan Sey — აგრეთვე პროდიუსერი
  • 2016 — «მოჰენჯო დარო» / Mohenjo Daro — აგრეთვე პროდიუსერი
  • 2019 — «ბრძოლა პანიპატთან» / Panipat

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The 74th Academy Awards (2002) Nominees and Winners". Academy of Motion Picture Arts and Sciences. Archived from the original on 9 November 2014. Retrieved 19 November 2011.
  2. "Ashutosh Gowariker". დაარქივებული 2021-11-17 საიტზე Wayback Machine. Om Books International.
  3. The Spirit of Lagaan. Popular Prakashan. p. 14.
  4. "Awards for Lagaan: Once Upon a Time in India". Internet Movie Database. Archived from the original on 13 January 2009. Retrieved 23 January 2009.
  5. The Spirit of Lagaan. Popular Prakashan. 2002. p. 18. ISBN 81-7991-003-2.
  6. "Nominations for 54th Filmfare Awards 2009".[მკვდარი ბმული] Sify. 16 February 2009. Retrieved 11 September 2020.
  7. "Screen Awards 2001". Star Screen Awards. 18 January 2002. Star Plus.
  8. "Jodhaa,A Wednesday sweep 'Star Screen awards'". The Indian Express. 15 January 2009. Retrieved 1 August 2020.
  9. Dixit, Kanak Mani (2012). The Southasian Sensibility: A Himal Reader. SAGE Publications India. p. 165. ISBN 9788132116974.