აშანტი (მუსიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშანტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აშანტი შეკუოია დუგლასი
დაბ. თარიღი 13 ოქტომბერი, 1980 (1980-10-13) (43 წლის)
დაბ. ადგილი Glen Cove
წარმოშობა გლენ კოუვი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოდელი, მსახიობი
აქტიური 2001 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი ashantithisisme.com
აშანტი ვიკისაწყობში

აშანტი შეკუოია დუგლასი (ინგლ. Ashanti Shequoiya Douglas; დ. 13 ოქტომბერი, 1980, გლენ კოუვი, ნიუ-იორკი, აშშ) უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით აშანტი — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოდელი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2002 წელს კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Murder Inc. Records. მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, „Ashanti" გამოვიდა 2002 წელს და პირველივე კვირაში მისი 505000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. ალბომის სინგლი „Foolish" ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. მეორე ალბომი, „Chapter II" 2003 წელს გამოვიდა. გამოსვლიდან პირველ კვირაში გაიყიდა 326,000 ასლი. მუსიკოსს გაყიდული აქვს 27 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში. მან ითამაშა ფილმებში „Coach Carter" (2005) და „Resident Evil: Extinction" (2007).[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშანტი დაიბადა 1980 წლის 13 ოქტომბერს, გლენ კუოვში. დედა ცეკვის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა მომღერალი. მუსიკოსის ბაბუა სამოქალაქო უფლებების აქტივისტი იყო.[2]

მუსიკოსმა სიმღერების წერა სკოლაში სწავლის დროს დაიწყო და მღეროდა ქალაქში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე. 2002 წელს მან კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Murder Inc. Records.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშანტიმ თავისი სადებიუტო ალბომი „Ashanti“ გამოუშვა 2002 წელს. მან ალბომიდან გამოუშვა სამი სინგლი: „Foolish", „Happy" და „Baby". „Foolish" პირველ ადგილზე გავიდა აშშ-ს ბილბორდის ცხელ ასეულში, ხოლო „Happy" და „Baby" ჩარტის ოცეულში მოხვდნენ. ალბომის გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 505000-ზე მეტი ასლი გაიყიდა.[4] ამით მუსიკოსმა დაამყარა რეკორდი. ნამუშევარმა ასევე მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის კატეგორიაში.[5] იმავე წელს გამოუშვა დუეტი ჯეა როულთან ერთად, სახელწოდებით „Mesmerize". კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილზე გავიდა.

მუსიკოსის მეორე ალბომი, Chapter II გამოვიდა 2003 წელს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და გაიყიდა მისი 326000 ასლი.[6] ალბომმა დაიმსახურა გრემის სამი ნომინაცია შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი, საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულება და საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა. ალბომს მიღებული აქვს პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. აშანტიმ ალბომიდან გამოუშვა ორი სინგლი „Rock wit U (Awww Baby)" და „Rain on Me". ორივე კომპოზიცია მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 10-ში. 2003 წელს მუსიკოსმა გამოუშვა საშობაო ალბომი „Ashanti's Christmas“. ის 160-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.[7]

აშანტი 2005 წელს

აშანტის მესამე ალბომი, Concrete Rose გამოვიდა 2004 წელს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ჩარტში მეშვიდე ადგილზე გავიდა. პირველივე კვირაში გაიყიდა ალბომის 2540000 ასლი. ნამუშევარმა გამოსვლიდან ერთ თვეში პლატინის სერტიფიკატი მიიღო ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. ალბომის სინგლი „Only U" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 10-ში მოხვდა. 2005 წელს მუსიკოსმა გამოუშვა კომპილაციური ალბომი. ბილბორდ 200-ში ნამუშევარი 59-ე ადგილზე გავიდა, ხოლო იყო Hot R&B ალბომების ჩარტში ტოპ ათეულში. ერთადერთი სინგლი ამ ალბომიდან იყო „Still on It". ის გავიდა მე-15 ადგილზე Hot Bubbling Under Hot 100 Singles-ის ჩარტში. მეორე კომპილაციური ალბომი, Can't Stop, გამოვიდა 2006 წელს. ნამუშევარი მხოლოდ იაპონიის ჩარტში მოხვდა.

მუსიკოსის მეოთხე ალბომი, The Declaration, გამოვიდა 2008 წელს.[8] ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ჩარტში მეექვსე ადგილზე გავიდა და გაიყიდა მისი 86000 ასლი. ალბომის სინგლი „The Way That I Love You" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში მოხვდა.[9][10][11][12] მეორე სინგლი „Good Good" 30-ე ადგილზე გავიდა Hot R&B/Hip-Hop Songs-ის ჩარტში. 2009 წელს გამოვიდა ნამუშევარი „The Vault“. ის 110-ე ადგილზე გავიდა იაპონური ალბომების ჩარტში. მუსიკოსის მეხუთე ალბომი „Braveheart“ თავდაპირველად უნდა გამოსულიყო 2012 წლის 28 აგვისტოს, თუმცა გამოვიდა 2014 წელს.[13] ალბომის წამყვანი სინგლი „The Woman You Love" 59-ე ადგილზე გავიდა Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში 2011 წლის დეკემბერში.[14] ამის შემდეგ აშანტიმ მუსიკისგან პაუზა აიღო. 2021 წლის იანვარში გამოუშვა ახალი სინგლი „2:35 (I Want You)".[15]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ashanti (2002)
  • Chapter II (2003)
  • Concrete Rose (2004)
  • The Declaration (2008)
  • BraveHeart (2014)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ashanti Hopes Her Bloody 'Buffy' Background Helps Her In 'Resident Evil 3'. MTV News (ინგლისური). ციტირების თარიღი: December 1, 2017.
  2. Howstuffworks "Ashanti's Story". Entertainment.howstuffworks.com (September 17, 2003). ციტირების თარიღი: March 18, 2013
  3. OnTV Shows | myLifetime.com დაარქივებული March 12, 2007, საიტზე Wayback Machine.
  4. Norment, Lynn (March 2005). „Ashanti: answers critics & doubters“. Ebony. ციტირების თარიღი: July 26, 2014.
  5. Vibe (February 7, 2017). ციტირების თარიღი: February 13, 2017
  6. Farber, Jim. (May 2, 2005) Ashanti, Tweet lose golden touch. Seattletimes.nwsource.com. ციტირების თარიღი: March 18, 2013
  7. Rock On The Net: Ashanti. ციტირების თარიღი: February 6, 2018
  8. Ashanti and Nelly Get New Release Dates. Rap-up.com (January 24, 2008). ციტირების თარიღი: March 18, 2013
  9. „America Loves 'The Way That I Love You,' Brand-New ASHANTI Smash“. Business Wire. March 10, 2008. ციტირების თარიღი: July 26, 2014.
  10. Rodriguez, Jayson (February 21, 2008). „Ashanti Snaps In TV-Inspired 'The Way That I Love You' Video“. MTV News. MTV Networks. ციტირების თარიღი: June 7, 2008.
  11. Quarles, Alicia (June 5, 2008). „After a 4-year absence, Ashanti makes a comeback“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 9, 2008. ციტირების თარიღი: June 7, 2008.
  12. Jackson, Charreah. Ashanti: A New Attitude. Essence.com. Essence Communications Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2008. ციტირების თარიღი: June 4, 2008
  13. Rose Lilah. (February 10, 2014) New Cover Art & Release Date Revealed For Ashanti's "Braveheart" [Update: Tracklist Revealed]. HotNewHipHop. ციტირების თარიღი: March 9, 2015
  14. New Music: Ashanti f/ Busta Rhymes – 'The Woman You Love'. Rap-Up.com (December 14, 2011). ციტირების თარიღი: March 18, 2013
  15. 2:35 (I Want You) - PUSH.fm (January 21, 2021).