აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი
კოორდინატები: 04°03′54″ ს. გ. 137°10′49″ ა. გ. / 4.0652278° ს. გ. 137.1805194° ა. გ. / -4.0652278; 137.1805194
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ქედი სუდირმანის ქედი
ფართობი 1.17 (2002) კმ²
სიგრძე 1.8 კმ
აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი — ინდონეზია
აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი

აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი (ინდონ. East Northwall Firn) — მყინვარი კუნძულ ახალ გვინეაზე, ცენტრალური პაპუის პროვინციაში, ინდონეზიაში. მდებარეობს სუდირმანის ქედზე, მწვერვალ ჯაიადან ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით 2.5 კმ-ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 4750 მ სიმაღლეზე. 2017 წელს ან უფრო ადრე მყინვარი სამ ნაწილად დაიშალა.[1]

სადღაც, 1936–1962 წლებს შორის ერთიანი ნორთუოლის ფირნი დაიშალა რამდენიმე ცალკეულ მყინვარად, რომელთა შორის უდიდესი იყო აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი და დასავლეთი ნორთუოლის ფირნი. 2004 წელს IKONOS-ის სატელიტური ფოტოსურათებით დადგინდა, რომ 2000 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში აღმოსავლეთ ნორთუოლის ფირნმა დაკარგა თავისი ზედაპირის ფართობის 4.5%.[2] 2010 წელს დადგინდა, რომ მწვერვალ ჯაიას მყინვარების ყინულის სისქე 32 მ უდრიდა და წელიწადში 7 მ-ით თხელდებოდა. შედეგად, გამოითქვა აზრი 2015 წლამდე მათი სრულად გაქრობის შესახებ.[3][4] მართლაც, 2017 წელს ან უფრო ადრე დასავლეთი ნორთუოლის ფირნი სრულიად გაქრა, ხოლო აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი დაიშალა სამ მცირე ნაწილად.[1]

აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი დაახლოებით 5,000 წლის წინათ წარმოქმნილი ყინულქუდის ნარჩენია, რომლის ფართობი 1850 წლისთვის შეადგენდა დაახლოებით 20 კმ²-ს. სულ მცირე, ერთი ადრინდელი ყინულქუდი აგრეთვე არსებობდა ამ რეგიონში 15,000–7,000 წლის წინ.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]