აფხაზური ცხენკალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზური ცხენკალია (ლათ. Chorthippus abchasicus) — მწერი სწორფრთიანთა რიგისა. კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილის ენდემი. სხეული მოგრძო აქვს — დედლისა 5 სმ, მამლისა 1,5 სმ არ აღემატება. მურა ფერისაა, მხოლოდ უკანა კიდურების წვივები აქვს ხშირად მოწითალო. ორივე სქესის ზედა ფრთები მოკლეა - მამლისა მენჯის შუამდე ძლივს აღწევს, დედლისა კი უფრო მოკლეა. იგი გვხვდება მხოლოდ სამეგრელოს ქედზე, აფხაზეთში და კრასნოდარის მხარის სამხრეთით მაღალ მთიანეთში ტყის ზედა საზღვართან სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

აფხაზური ცხენკალია მიეკუთვნება Chorthippus-ის გვარს, რომელიც მოიცავს გარეგნულად მსგავს 100 სახეობას, ამათგან 9 საქართველოშიც გვხვდება. ფართოდ გავრცელებულ სახეობებთან ერთად (ცვალებადი ცხენკალია — Chorthippus biguttalus, პატარა ცხენკალია — Chorthippus mellis, მურა ცხენკალია Chorthippus macrocerus და სხვა). ამიერკავკასიის მთიანეთისათვის დამახასიათებელია მთელი რიგი ვიწრო ენდემური სახეობები და ქვესახეობები (Chorthippus demokielovi, Chorthippus mistshenkoi, Chorthippus pygmaeus).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]