აფხაზური იორდასალამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზური იორდასალამი (ლათ. Paeonia abchasica) — მრავალწლოვანი მცენარე იორდასალმისებრთა ოჯახისა. გვხვდება მხოლოდ აფხაზეთში. ტიპური ტყის მცენარეა და ტყიან მთებშია გავრცელებული. აფხაზური იორდასალამის თითისტარივით გამსხვილებული ფესვები გამრავლების ერთ-ერთი საშუალებაა. ღერო 50-80 სმ სიმაღლისაა, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ორგზის სამყურაა. აქვს მკრთალი ყვითელი ნაზი ყვავილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]