შინაარსზე გადასვლა

აფშერონ-ხიზის ეკონომიკური რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფშერონ-ხიზის ეკონომიკური რეგიონი

აფშერონ-ხიზის ეკონომიკური რეგიონი (აზერ. Abşeron-Xızı iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი ეკონომიკური რეგიონი. მოიცავს აფშერონისა და ხიზის ადმინისტრაციულ რეგიონებს და ქალაქ სუმგაითს. 2021 წლის 7 ივლისამდე მას ეწოდებოდა აფშერონის ეკონომიკური რეგიონი[1].

ფართობი 3730 კმ².

ეს ეკონომიკური რეგიონი არის ქვეყნის მთავარი საწვავი და ენერგეტიკული ბაზა, რომელიც ქვეყნის ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

განვითარებულია ნავთობქიმიური და ქიმიური მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკა, მსუბუქი და კვების მრეწველობა, სამშენებლო მრეწველობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურების სექტორი.

სოფლის მეურნეობის სექტორებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს რძის და ხორცის მეურნეობა, მეფრინველეობა, მეცხვარეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეყვავილეობა და მშრალი სუბტროპიკული მეხილეობა. რეგიონის განსაკუთრებული აგროკლიმატური რესურსები შესაძლებელს ხდის ზეთისხილის, ზაფრანის, ფისტას, ნუშის, ლეღვის, ვაზის ჯიშებისა და საზამთროს მოყვანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]