აფეთქება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აფეთქებათა დემონსტრაცია ავიაციურ შოუზე

აფეთქება — დიდი რაოდენობის ენერგიის განთავისუფლების პროცესი შეზღუდულ მოცულობაში დროის მცირე შუალედის განმავლობაში. აფეთქების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა აფეთქების ადგილზე წნევის მკვეთრი გაზრდა, რაც გარემოს ნგრევის მიზეზს წარმოადგენს. შეკუმშული გახურებული აირების ძალიან სწრაფი გაფართოების გამო წნევა დარტყმითი ხასიათისაა. აირები წარმოიქმნება ნივთიერების სწრაფი გარდაქმნისას (შეიძლება თავისთავადაც არსებობდეს). აფეთქების დროს ნივთიერების პოტენციური ენერგიის ნაწილი გაფართოებული აირებისა და მყარი ნარჩენების სითბურ ენერგიად გარდაიქმნება.

რესურსები ინტერენეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]