აურიპიგმენტი
| აურიპიგმენტი | |
|---|---|
| აურიპიგმენტი | |
| საერთო | |
| კატეგორია | სულფიდები |
| ქიმიური ფორმულა | As2S3 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | ოქროსფერია, უფრო იშვიათად ნარინჯისფერ-ყვითელი, ზოგჯერ მორუხო. |
| Twinning | On {100} |
| დისპერსია | nα = 2.400 nβ = 2.810 nγ = 3.020 |
| სიმკვრივე | 3490 კგ/მ³ კგ/მ³ |
აურიპიგმენტი (ლათ. auripigmentum – ოქროსფერი საღებავი) — მინერალი. ქიმიური შედგენილობა As2S3, შეიცავს As 60,91%-სა და S 39,09%-ს. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმული აქვს, აგრეგატები — ფურცლოვანი, მარცვლოვანი, თირკმლისებრი და სხვა. აურიპიგმენტი ოქროსფერია, უფრო იშვიათად ნარინჯისფერ-ყვითელი, ზოგჯერ მორუხო. ელვარება — ცხიმოვანი, ტკეჩადობის სიბრტყეზე — სადაფისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 1,5–2; სიმკვრივე 3490 კგ/მ³. გვხვდება დაბალტემპერაუტიან ჰიდროთერმულ საბადოებში რეალგართან, ანტიმონიტთან და სხვა პარაგენეზისში, აგრეთვე ცხელი მინერალური წყლების გამონალექებსა და მოქმედი ვულკანების სუბლიმატებში. დარიშხანის მადნის ერთ-ერთი მთავარი მინერალია. იყენებენ ლითონური დარიშხანის და დარიშხანის სამჟანგის მისაღებად.საქართველოში მოიპოვება ლუხუნის დარიშხანის საბადოში.
კრისტარული სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Webexhibits "Pigments Through the Ages: Orpiment" დაარქივებული 2010-01-30 საიტზე Wayback Machine.
- Babylonian Talmud Tractate Chullin see Rashi 'haZarnich'
- Orpiment, Colourlex