ასათ გრიგოლისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათ გრიგოლისძე (ერისთავი).

ასათ (ასამ) გრიგოლისძე, ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელი. XII საუკუნის დასაწყისში ფლობდა ციხე გიშს. 1117 წლიდან, დავით აღმაშენებლის მიერ გიშის აღების შემდეგ, მეფის ვასალი გახდა და, როგორც ჩანს, მისგან ჰერეთის ერისთავობა მიიღო. XII-XIII საუკუნეებში ჰერეთის ცნობილი ერისთავები (გრიგოლისძენი) ასათის შთამომავლები იყვნენ.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 1, გვ. 620, თბ., 1975