არჩილ გურიელი–ჭყონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არჩილ გურიელი–ჭყონია (დ. 18 თებერვალი, 1895, ქუთაისი, — გ. 21 ნოემბერი, 1955, ნიუ-იორკი) — ქართველი მრეწველი, ბიზნესმენი, პოლიტიკური ემიგრანტი.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მონაწილეობდა 1921 წლის თებერვალში წითელ არმიასთან ბრძოლებში. ემიგრაციაში იყო საფრანგეთში (1922-1937), შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში. 1937 წელს ცოლად შეირთო ცნობილი ბიზნესმენი და კოლექციონერი ელენე რუბინშტეინი. მათ ამერიკაში დააფუძნეს პარფიუმერიის სამრეწველო და სავაჭრო ქსელი „Gourielli Apothecary“. გურიელი–ჭყონია ასევე იყო პარფიუმერული წარმოება „Prince Matchabelli“-ის თანადამფუძნებელი. მონაწილეობდა ემიგრანტების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო აშშ-ში ქართული ასოციაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1945-1947 წლებში — თავმჯდომარე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]