არჩილ გედენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ გედენიძე (დ. 13 ივლისი, 1961, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1978–1980 წლებში იყო თბილისის №8 საავადმყოფოს სანიტარი. 1986–1988 წლებში ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1988–1992 წლებში უფროსი ლაბორანტი. 1992–1998 წლებში ქირურგიული ულტრაბგერითი კვლევის განყოფილების გამგე. 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კლინიკის ინსტრუმენტული ბლოკის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი.

1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ექოტომოგრაფია და არასრული ბიოფსია ბავშვთა ასაკში.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 59

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]