არშიისებრნი
იერსახე
| არშიისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Stephanitis pyruoides | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Tingitidae | ||||||||||||
| ||||||||||||
არშიისებრნი (ლათ. Tingitidae) — მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა. აქვთ ბადისებრ-უჯრედული აგებულიბისა და არშიის მსგავსი ზედა ფრთები (აქედაა ოჯახის სახელწოდებაც). სხეულის სიგრძე 1,5–5 მმ. თათები ორწილაკოვანია. ცნობილია 300-ზე მეტი სახეობა, მათგან საქართველოში — 26. უფრო ხშირად გვხვდება მსხლის ბაღლინჯო (Stephanitis pyri), რომელიც გავრცელებულია მთელ საქართველოში და აზიანებს ვაშლის, მსხლისა და კურკოვანი მცენარეების ფოთლებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 613-614.