არშაკ ჯამალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არშაკ ჯამალიანი
არშაკ ჯამალიანი
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნკაციების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აპრილი, 1920 – 23 ნოემბერი, 1920
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეარშამ ხონდკარიანი

დაბადებული1882
განჯა
გარდაცვლილი1940
პარიზი
მოქალაქეობასომხეთის დროშა სომხეთი
ეროვნებასომეხი
საქმიანობადიპლომატი

არშაკ ჯამალიანი (დ. 1882, განჯა – გ. 1940, პარიზი) — სომეხი პოლიტიკოსი და დიპლომატი. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი თბილისში. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნკაციების მინისტრი. დაამთავრა ეჩმიაძინის სემინარია. სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდა გერმანიაში. სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა „ევროპის სომეხ სტუდენტთა კავშირი“. გამოსცემდა პერიოდულ გამოცემას „უსანოხ“. 1909 წელს დაბრუნდა ამიერკავკასიაში. ასწავლიდა თბილისის ნერსიანის სკოლაში. თბილისში გამოსცემდა სომხურ გაზეთ „ჰორიზონს“. 1917 წელს შეუერთდა დაშნაკცუითუნის პარტიას, ამავე წელს დასახელებულ იქნა სომხეთის ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლებში შედიოდა ამიერკავკასიის სეიმის შემადგენლობაში, 1918 წლებში შედიოდა გერმანიაში გაგზავნილ სომხეთის ეროვნული საბჭოს დელეგაციაში. 1918 წლის ივლისში ა. ჯამალიანი საქართველოში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. როგორც სომხეთის წარმომადგენლმა, 1918 წლის სექტემბერში თბილისში მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საპროტესტო ნოტა გადასცა ელჩ ჯამალიანს და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა. 1920 წლის გაზაფხულზე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად, ჯამალიანის ნაცვლად, ტიგრან ბეკზადიანი დაინიშნა. 1920 წლის აპრილ-ნოემბერში ა. ჯამალიანი იკავებდა სომხეთის კომუნიკაციების მინისტრის პოსტს. 1920 წლის აგვისტოში თბილისში ხელი მოაწერა საბჭოთა რუსეთსა და სომხეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. 1928 წელს ემიგრაციაში გამოსცა წიგნი „სომხეთ-საქართველოს პრობლემა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 542, თბ., 2018 წელი.