არსის ანალოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არსის ანალოგია (ლათ. analogia entis) — კათოლიკური ფილოსოფიის (სქოლასტიკა, თომიზმი, ნეოთომიზმი) მეთოდოლოგიური პრინციპი, აღნიშნავს ღვთის შექმნილი წარმავალი ყოფიერების (ე. ი. მატერიალური სამყაროსა და სულიერ მოვლენათა) მსგავსების ღვთის მარადიულ ყოფიერებასთან, რომელშიც მოხსნილია განსხვავებანი. ჩამოაყალიბეს ლატერანის საეკლესიო კრებაზე 1215. კათოლიციზმის მიხედვით, ღვთის არსებობის დასაბუთება მხოლოდ არსის ანალოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი. პროტესტანტიზმი უარყოფს არსის ანალოგიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]