არიაბჰატა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
არიაბჰატა | |
---|---|
სანს. आर्यभट | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 476 |
დაბ. ადგილი | პატნა |
გარდ. თარიღი | 550 |
გარდ. ადგილი | პატნა |
საქმიანობა | ასტრონომია და მათემატიკა |
გავლენა მოახდინეს
| |
არიაბჰატა (დ. 476 — გ. 550) — ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი. არიაბჰატა ცხოვრობდა გუპტას ეპოქაში (IV—VI საუკუნეები).
არიაბჰატამ დიდი ღვაწლი დასდო მათემატიკური მეცნიერების განვითარებას. მან
- სისტემაში მოიყვანა ათვლის ათობითი სისტემა
- ჩამოაყალიბა კვადრატული და კუბური ფესვების ამოღების წესი
- ჩამოაყალიბა წრფივი და კვადრატული განტოლებების ამოხნის წესები.
არიაბჰატა რიცხვ „პის“ თვლიდა 3,14,16-ის ტოლად.
არიაბჰატა დიდი ასტრონომიც იყო. იგი ამტკიცებდა, რომ დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, სწორად ხსნიდა მზისა და მთვარის დაბნელების პროცესებს, რითაც ინდოელი ქურუმების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.
ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პატივისცემის ნიშნად, არიაბჰატას სახელი ეწოდა დედამიწის პირველ ინდურ ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც 1975 წელს გაიყვანეს ორბიტაზე საბჭოთა კავშირიდან.