არგუმენტი უნდობლობიდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არგუმენტი უნდობლობიდან, დაუჯერებლობიდან, აგრეთვე ცნობილი, როგორც არგუმენტი პირადი უნდობლობიდან/დაუჯერებლობიდან, აპელირება საღ აზრზე ან ღვთაებრივი ცდომილება[1] — ცდომილება არაფორმალურ ლოგიკაში, რომლის მიხედვითაც თუ წინადადება ეწინააღმდეგება ადამიანის პირად რწმენებსა და შეხედულებებს, ან მისი წარმოდგენა რთულია, იგი აუცილებლად მცდარი უნდა იყოს.

არგუმენტმა უნდობლობიდან შეიძლება მიიღოს შემდეგი ფორმა:

  1. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება F ჭეშმარიტი იყოს, ამიტომაც F აუცილებლად მცდარია.
  2. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება F მცდარი იყოს, ამიტომაც F აუცილებლად ჭეშმარიტია.

არგუმენტი დაუჯერებლობიდან ხშირად თავს იჩენს ემოციებთან უადგილო მიჯაჭვულობისას, ფანტაზიისა და რეალობის აღრევისას, ცოდნისა და გაგების სიმწირისას, ან შინაგანი ინსტინქტური რეაქციის შედეგად, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, სადაც დრო შეზღუდულია.[2] ეს არგუმენტი აგრეთვე ხშირად გამოიყენება რისამე ზებუნებრივი წარმოშობის დასასაბუთებლად.[3] აზროვნების ასეთი ფორმა მცდარია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანის უუნარობა, რომ წინადადების ჭეშმარიტება ან მცდარობა წარმოიდგინოს, არ იძლევა არანაირ ინფორმაციას ამ წინადადების ობიექტურ ჭეშმარიტებასა თუ მცდარობაზე.[4]

მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კეროლი, რობერტ ტოდ. divine fallacy (argument from incredulity). სკეპტიკოსის ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2013.
  2. Toolkit for Thinking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-05. ციტირების თარიღი: 2017-10-06
  3. Sen, Madhucchanda (2011). An Introduction to Critical Thinking. Pearson Education India. ISBN 9788131734568. ციტირების თარიღი: 2016-11-26. 
  4. The Argument from Incredulity: How People Explain What They Don’t Understand – Effectiviology en-US. ციტირების თარიღი: 2019-08-10