არგილითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არგილითი
Chacoan turquoise with argillite.jpg
არგილითი
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში

არგილითი (ბერძნ. argillos — თიხა და lithos — ქვა) — დანალექი სამთო ქანი; წარმოადგენს გამკვრივებულ თიხას. წარმოიქმნება თიხის დიაგენეტური და ეპიგენეტური დეჰიდრატაციით და გამკვრივებით. ქიმიური და მინერალოგიური შედგენილობით არ განსხვავდება თიხისაგან. თიხაზე უფრო მაგარია და წყალში არ იხსნება. დამახასიათებელია ნაოჭა სისტემებისათვის, სადაც ტექტონიკური დაძაბულობა ხელს უწობდა თიხიან ნალექთა არგილითებად გარდაქმნას. არგილითი გამოიყენება ნედლეულის სახით, ცემენტის, კერამზიტისა და იშვიათად სამშენებლო კერამიკის წარმოებისათვის. კაოლინური არგილითი გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალად. არგილითის ძირითადი საბადოა კუნძული ჰაიდა-გუაი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]