არალეგალური ბოლშევიკური სტამბები საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არალეგალური ბოლშევიკური სტამბები საქართველოში — 1900 წლიდან საქართველოში მოქმედი სოციალურ-დემოკრატიული იატაკქვეშა სტამბები, სადაც იბეჭდებოდა პროკლამაციები, ბროშურები, გაზეთები და სხვა რევოლუციუტი ლიტერატურა. არალეგალური სტამბის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი საქართველოში ვლადიმერ კეცხოველი იყო. სტამბების ძირითად ფინანსურ წყაროს მუშათა შესატანი და სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაციებიდან მიღებული ანარიცხები წარმოადგენდა.

1900 ზაფხულში რსდმპ თბილისის კიმიტეტმა მოაწყო ორი არალეგალური სტამბა ჩუღურეთსა და ნაძალადევში, სადაც იბეჭდებოდა მუშათა საგაფიცვო ფურცლები. 1902 წლის დამდეგს ი. სტალინისა და ს. თოდრიას ხელმძღვანელობით ბათუმში დაარსდა არალაგელური სტამბა, სადაც დაიბეჭდა ბათუმის სოციალურ-დემოკრატიული ჯგუფის ფურცლები და პროკლამაციები. იმავე წელს თბილისში დაარსდა რსდმპ თბილისის კომიტეტისა (დაიბეჭდა პროკლამაციები, ბროშურები, გაზეთი „ბრძოლა“, № 4) და „სომეხთა სოციალურ-დემოკრატიული კავშირის“ (დაიბეჭდა გაზეთი „პროლეტარიატი“, № 1) სტამბები, ხოლო 1903 — ავლაბრის სტამბა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]