არაბთა გაერთიანებული საამიროების არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ხაიმა. არაბული საცხოვრებელი სახლი
ზამთრის სასახლე დუბაიში

არაბთა გაერთიანებული საამიროების არქიტექტურა — ისლამური სტილი, რომელმაც განიცადა ასევე ძველი სპასრული არქიტექტურის გავლენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არაბული და სპარსული არქიტექტურის ნაზავი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს განსაკუთრებული თვითმყოფადობა.

გაერთიანებული ემირატების არქიტექტურა ასახავს ტრადიციული ცხოვრების წესს და ადამიანტა წეს-ჩვეულებებს. სამშენებლო მასალები აქ წარმოადგენს უბრალო, მაგრამ კარგად ადაპტირებულ მასალებს კლიმატური პირობებისა და ადგილობრივი მცხოვრებისათვის. აქ გავრცელებულია მოძრავი კარვების ტრადიციული თავშესაფარი ზაფხულის ან ზამთრის სეზონისათვის.

არაბული პრიმიტიული არათანამედროვე და ძველმოდური სახლია ალ კაიმა, რომელსაც აგებენ პალმის ხის ტოტებისაგან. მასში, ჩვეულებრივ ცხოვრობენ ადამიანები და გავრცელებულია ასეთი სახლები სპარსეთის ყურის სანაპიროზე.[1] ალ კაიმა ჩვეულებრივ შედგება ერთი ოთახისაგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის. სახლი ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილი. მასალისა და კონსტრუქციის წყალობით იგი ადვილად ნიავდება, როცა ცხელა.

ალ არიში არის საზაფხულო სახლი სავენტილაციო მილით, რომელიც დამზადებული ჯვალოს ქსოვილისაგან. საჰაერო მილი ეფექტიანი გზაა სახლში ჰაერის ნაკადის ადვილად შემოსასვლელად. ზამთარში ხალხი მიისწრაფის ალ არიშის დატოვების და უფრო თბილი ტენტის ქვეშ ცხოვრებისაკენ.

სამშენებლო მასალები უბრალოა და ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებული. სანაპირო რეგიონებში ფართოდ გამოიყენება გაქვავებული მარჯანი, მოჭრილი ბლოკები, ან კირის ნარევში აზელელი ნიჟარები და შელესილი ცარცისა და წყლის პასტა. დიდი მნიშვნელობა აქვს სახლებში ვენტილაციასა და საერთოდ, სახლის განლაგებას.

დღეისათვის არაბული არქიტექტურა განიცდის დასავლური კულტურის გავლენასაც. ვხვდებით არაბული, სპარსული და ისლამური კულტურის გავლენას. სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება თანამედროვე არაბული სამრეწველო და ტურისტული ქალაქების - დუბაი, აბუ-დაბი - არქიტექტურა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Metamorphosis. The Continuity of Change.. ციტირების თარიღი: 2019-05-31
  2. Islamic arts - Music. ციტირების თარიღი: 2019-05-31