ანფისა ჩეხოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანფისა ჩეხოვა

ანფისა ჩეხოვა
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი 1977
მოსკოვი, სსრკ
საქმიანობა ტელეწამყვანი
მომღერალი
მსახიობი

ანფისა ჩეხოვა (რუს. Анфиса Чехова; ნამდვილი სახელი და გვარია: ალექსანდრა კორჩუნოვა; რუს. Александра Александровна Корчунова; დ. 21 დეკემბერი 1977, მოსკოვი, სსრკ) — რუსი ტელეწამყვანი, მომღერალი და მსახიობი. გადაცემის — „მოდი დავქორწინდეთ“ და სატელევიზიო შოუს — „როგორ გავთხოვდე“ წამყვანი. ადრე ტელეარხ TNT-ზე მიჰყავდა სატელევიზიო ეროტიკული შოუ „სექსი ანფისა ჩეხოვასთან ერთად“ (2005-2009), ხოლო ტელეარხ DTV-ზე სატელევიზიო შოუ „ძილი ნებისა, მამაკაცებო!“ (2010-2011). სხვადასხვა დროს გადაღებულია ფილმებში, აქვს თეატრალური როლებიც. გვევლინება როგორც გამხმოვანებელი. 2009 წლიდან ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ გურამ ბაბლიშვილთან. 2012 წლის 31 მაისს მათ შვილი შეეძინათ. 2015 წლის ივნისში წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა, თუმცა 2017 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]