ანტონ ფონ შაუმბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გრაფი ანტონ ფონ შაუმბურგი (გერმ.: Graf Anton von Schaumburg) (გ. 18 ივნისი, 1558) — გერმანელი სასულიერო მოღვაწე, კიოლნის არქიეპისკოპოსი 1557–1558.

თავისი წინამორბედის ადოლფ III ფონ შაუმბურგის უმცროსი ძმა და გრაფ იობსტ ფონ შაუმბურგის და ჰოლშტაინ-პინებერგის შვილი. 1556 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ იქნა კიოლნის არქიეპისკოპოსად. 1557 წლის 6 ოქტომბერს რომის პაპმა პავლე IV-მ ოფიციალურად დაადასტურა არჩევანი.