ანთისა იღუმენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანთისა იღუმენია
გარდაიცვალა 759
ხსენების დღე 27 ივლისი

ანთისა იღუმენია — VIII საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენების დღეა 9 აგვისტო (ძველი სტილით 27 ივლისი).

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში. იგი ადრევე განერიდა ამსოფლიურ ამაოებას და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმიდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ვაჟისა და ქალის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს. ნეტარმა დედამ ღვთივსათნოდ განვლო მიწიერი ცხოვრება და წმინდანთა დასს შეერთო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]