იოსებ ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრონიკაშვილი, იოსებ)
Jump to navigation Jump to search

იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი (დ. 25 ივნისი [ ძვ. სტ. 13 ივნისი], 1855, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1940, იქვე) — ქართველი ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1881 წელს დაამთავრა პეტერბურგის საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტი. 1882–1902 წლებში ხელმძღვანელობდა სოჭი-ტუაფსეს, თბილის-მანგლის-ახალქალაქის, თბილის-თიანეთის, თბილის-თელავის, თბილის-განჯისა და სხვა საავტომობილო გზების დაგეგმარებასა და მშენებლობას. ანდრონიკაშვილი იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი (1909). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: იყო ერთ-ერთი მოთავე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების ჩამოყალიბებისა. მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოებისა და ქართული კლუბის დაარსებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელს. მეგობრობდა პეტრე ჩაიკოვსკისთან, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს ანდრონიკაშვილის ოჯახში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანდრონიკაშვილი საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ანდრონიკაშვილს ეკუთვნის სახელმძღვანელოები: „სააღმშენებლო ხელოვნება“ (ნაწ. 1-4, 1927-1932) და „ურელსო გზები“ (1930, 1932), „რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სამშენებლო ლექსიკონი“ (1932) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]