ანდრია რუბლიოვი (ფილმი)
იერსახე
| „ანდრია რუბლიოვი“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | ანდრეი ტარკოვსკი |
| პროდიუსერი | თამარა ოგოროდნიკოვა |
| სცენარის ავტორი | ანდრეი ტარკოვსკი, ანდრეი კონჩალოვსკი |
| როლებში | ანატოლი სოლონისტინი |
| კომპოზიტორი | ვიაჩესლავ ოვჩინიკოვი |
| ოპერატორი | ვლადიმერ იუსოვი |
| სტუდია | მოსფილმი |
| გამოსვლის თარიღი | დეკემბერი, 1966 |
| ხანგრძლივობა | 205 წთ. |
| ქვეყანა | საბჭოთა კავშირი |
| ენა | რუსული |
| ბიუჯეტი | 1,3 მლნ რუბლი |
ანდრია რუბლიოვი (რუს. Андрей Рублёв) — ანდრეი ტარკოვსკის ეპიკური, ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი მხატვარ ანდრია რუბლიოვის შესახებ. ფილმის გადაღება რეჟისორმა 1966 წელს დაასრულა, თუმცა კინოეკრანზე ის 1971 წელს გამოჩნდა. ფილმი 8 ნოველადაა დაყოფილი და მე-15 საუკუნის რუსი ფერმწერის ანდრია რუბლიოვის შესახებ მოგვითხრობს.