ანდრია აბრიკოსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრია აბრიკოსოვი
Andrei Abrikosov 1935.JPG
დაბადების თარიღი 1 (14) ნოემბერი, 1906[1]
დაბადების ადგილი სიმფეროპოლი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1973(1973-10-21)[2] [3] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
საქმიანობა მსახიობი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, რსფსრ-ის სახალხო არტისტი და რუსეთის სფსრ-ის დამსახურებული არტისტი
შვილ(ებ)ი Grigori Abrikosov

ანდრია ლევის ძე აბრიკოსოვი (რუს. Андре́й Льво́вич Абрико́сов; დ. 1 (14) ნოემბერი1906, სიმფეროპოლი — გ. 21 ოქტომბერი, 1973, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1968). სკკპ წევრი 1950 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან. 1931-1937 წლებში მოსკოვის რეალისტური თეატრის მსახიობია, 1938 წლიდან გამოდის ვახტანგოვის სახელობის თეატრის სცენაზე. როლები: გრიმოვი (პოგოდინის „არისტოკრატები“), სემიონკოტკო (კატაევის „მშრომელი ხალხის შვილი ვარ“), ეგნატე გორდეევი (გორკის „თომა გორდეევის“ მიხედვით). კინოში განასახიერა გრიგოლ მელეხოვის („წყნარი დონი“, შოლოხოვის მიხედვით, 1931), პავლე კუგანოვის („პარტიული ბილეთი“, 1936), გავრილა ოლექსიჩის („ალექსანდრე ნეველი“, 1938; სახელმწიფო პრემია, 1941), სტეფანე რაზინის („სტეფანე რაზინი“, 1939), ილია მურომეცის („ილია მურომეცი“, 1956) და სხვა როლები.

დაჯილდოებულია 2 ორდენიტა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.