შინაარსზე გადასვლა

ანა ანტონოვსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ანტონოვსკაია
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1885 (12 იანვარი, 1886)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1967(1967-10-21)[1] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[1] , პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, დრამატურგი[1] , კრიტიკოსი[1] , პუბლიცისტი[1] და სცენარისტი[1]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი ისტორიული ლიტერატურა
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ანა არნოლდის ასული ანტონოვსკაია (რუს. Анна Арнольдовна Антоновская, ქალიშვილობაში ვეჟნერი; დ. 12 იანვარი, 1886/ ძვ. სტ. 31 დეკემბერი 1885, ტფილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1967, მოსკოვი) — რუსი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. სტალინის პრემიის II ხარისხის ლაურეატი (1942).

1904 წელს დაიწყო ლექსების წერა. 1918-1919 მისი ლექსები იბეჭდებოდა აკმეისტურ გამოცემებში. Opus magnum — რომანი „დიდი მოურავი“ გიორგი სააკაძის შესახებ (I წიგნი 1937, II წიგნი 1940, III წიგნი 1947, IV წიგნი 1953, V წიგნი 1957, VI წიგნი 1958). რომანი გადათარგმნილია რამდენიმე ენაზე. ქართულად თარგმნა ა. ჭუმბურიძემ[2]. 1942 წელს გამოვიდა ფილმი „გიორგი სააკაძე“, რომელიც გადაღებული იყო რომანის მოტივებზე.

ანა ანტონოვსკაია არის შემდეგი პიესების ავტორი: «ფერების რევოლუცია» (1921), «გიორგი სააკაძე» (1925) და «მოსკოვის ცეცხლი»; რომანები: «მშვიდობის ანგელოზები» საქართველოს ინტერვენიციის შესახებ (1945-1946), «დოკუმენტალური ნოველები საქართველოს შესახებ» (1961).

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]