შინაარსზე გადასვლა

ანატოლი როშჩუფკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი როშჩუფკინი
სრული სახელი ანატოლი ვასილის ძე როშჩუფკინი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1949
დაბადების ადგილი კრასნოე, რსფსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
ენა რუსული ენა
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
ჟანრი პოეზია

ანატოლი როშჩუფკინი (რუს. Анатолий Васильевич Рощупкин; დ. 10 თებერვალი, 1949, კრასნოე, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი მწერალი. სსრკ-ის ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1975).

ანატოლი როშჩუფკინი 1949 წლის 10 თებერვალს ლიპეცკის ოლქის სოფელ კრასნოეში, გლეხის ოჯახში დაიბადა.

1972 წელს სწავლობდა ელეცკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1978—1980 წლებში სწავლობდა როსტოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში (უპს) ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. 1972—1973 წლებში მსახურობდა სახალინის სატანკო ძალებში. დემობილიზაციის შემდეგ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა.

მუშაობა 1966 წელს დაიწყო. მუშაობდა ლიპეცკის ოლქის რაიონული გაზეთების ლიტერატურულ მუშაკად, კომკავშირულ სამუშაოზე, დამოუკიდებელ კორესპონდენტად, სოფლის ცხოვრების განყოფილების ხელმძღვანელად, როსტოვის საოლქო გაზეთ „Молот“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1981—1992), როსტოვის ოლქის საკანონმდებლო კრების ინფორმაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელად (1992—1998), როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის ბეჭდვისა და ტელერადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ბეჭდვის სექტორის ხელმძღვანელად, როსტოვის ოლქის გაზეთ „Весёловский вестник“-ის მთავარ რედაქტორად. 2001 წლიდან ანატოლი როშჩუფკინი მუშაობს გაზეთ „За доблестный труд“-ის მთავარ რედაქტორად.

ანატოლი როშჩუფკინმა ლექსებისა და მოთხრობების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო და ის ადგილობრივ გამოცემებში იბეჭდებოდა. მისი ლექსების პირველი კრებული „Свет доброты“ 1995 წელს, ხოლო პროზის პირველი წიგნი „Земляки“ 1996 წელს გამოიცა. მოგვიანებით მწერალმა ლექსების, თხზულებებისა და მოთხრობების რამდენიმე ათეული წიგნი დაწერა.

ანატოლი როშჩუფკინი თავის ნაწარმოებებში რუსული სოფლის ცხოვრებას აღწერს, წერს მისთვის ახლობელი ხალხის შესახებ, ცდილობს მორალისა და ზნეობის საკიტხების წამოწევას.

  • სსრკ-ის სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის ბრინჯაოს მედალი;
  • რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის საპატიო ნიშანი „პროფესიონალური საზოგადოების წინაშე დამსახურებისათვის“;
  • ანტონ ჩეხოვის სახელობის საოლქო ჟურნალისტიკის პრემიის ლაურეატი;
  • ვ. ზაკრუტკინის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი (1997).

გამოცემულია მწერლის ნაწარმოებების ცალკეული წიგნები:

  • Свет доброты. Стихи. — Ростов-н/Д: фирма „MYSTERY“, 1995.
  • Земляки. Рассказы, повести, очерки. — Ростов-н/Д: „Дон“, 1996.
  • До вечерней звезды. Стихи. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1997.
  • Поезд в деревню. Книга прозы. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1999.
  • Ещё надеюсь… Стихи. — Ростов-н/Д: МП „Книга“, 2001.
  • Прощание с ивой. Проза. — Ростов-н/Д: МП „Книга“, 2001.
  • Сроки земные. Книга прозы. — Ростов-н/Д: МП „Новая книга“, 2004.
  • Январская исповедь. Стихи. — Ростов-н/Д: МП „Новая книга“, 2006.
  • Колодезное эхо. Повесть. — Ростов-н/Д: МП „Новая книга“, 2007.
  • Последняя вьюга. Повести и рассказы. — Ростов-н/Д: МП „Новая книга“, 2009.
  • Между светом и тенью. Книга прозы и поэзии. — Ростов-н/Д: ЗАО „Книга“, 2010.
  • Справочник. Ростовское региональное отделение Союза писателей России. Ростов-на-Дону, 2011 г. Анатолий Васильевич Рощупкин, с. 77.

ინტერნეტ-რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]