შინაარსზე გადასვლა

ანატოლი ანსიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი ანსიმოვი
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1934(1934-11-07)[1]
დაბადების ადგილი დონის როსტოვი
გარდაცვალების თარიღი 2002
საქმიანობა პოეტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი ნოვოჩერკასკის სახელმწიფო სამელიორაციო აკადემია
ჟანრი პოეზია

ანატოლი ანსიმოვი (რუს. Ансимов, Анатолий Дмитриевич; დ. 7 ნოემბერი, 1934, დონის როსტოვი2002) — რუსი პოეტი. 1993 წლიდან რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისა და რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

ანატოლი ანსიმოვი 1934 წლის 7 ნოემბერს, დონის როსტოვში დაიბადა. მისმა ბავშვობამ როსტოვის ოლქის, ზიმოვნიკოვის რაიონის ხუტორ ნოვოლოდინში გაიარა. ხუტორი ოკუპაციისგან 1943 წელს გატავისუფლდა.

მომავალმა პოეტმა 1952 წელს როსტოვის № 78 სკოლა დაამთავრა, შემდეგ სწავლა ნოვოჩერკასკის საინჟინრო-სამელიორაციო ინსტიტუტში (ამჟამად ნოვოჩერკასკის სახელმწიფო სამელიორაციო აკადემია) გააგრძელა.

1958 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ანატოლი ანსიმოვი ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ საოლქო გაზეთ „Комсомолец“-ის რედაქტორის მოადგილედ, მოგვიანებით კი გაზეთ „Вечерний Ростов“-ში, ხოლო ბოლოს საოლქო გაზეთ „Молот“-ში წერილების განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. იყო ლიტერატურულ-სამხატვრო დამატება „Донского слова“-ს გამოცემის ინიციატორი. ჟურნალისტად მუშაობის დროს, ოლქის მრავალი რაიონი მოიარა. 1992 წლიდან მუშაობდა პოლიგრაფიული ფირმა „Старый друг“-ის დირექტორად.

ანატოლი ანსიმოვი იყო სსრკ-ის ჟურნალისტთა კავშირისა და რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი, ლიტერატურული ამხანაგობა „შოლოხოვის წრის“ საბჭოს წევრი, დონის შეირაღებული ძალების ოლქის კაზაკთა კავშირის წევრი (1990—1991)[2].

ანატოლი ანსიმოვის ნაწარმოებები:

  • Ансимов А. Д. День приезда: Стихи / Анатолий Ансимов. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1986. — 64 с.
  • Ансимов А. Д. Третий раунд: Стихи / Анатолий Ансимов; Худож. К. И. Стародуб. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1989. — 96 с.
  • Ансимов А. Д. Славянский шлем: Стихи / Анатолий Ансимов. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1990. — 95 с.
  • Ансимов А. Старый друг: Стихи / Анатолий Ансимов; Худож. М. В. Ордынская. — Ростов н/Д: Книга, 1994. — 96 с., ил.
  • Ансимов А. Ах, эта русская душа: Стихи // Дон. — 1994. — № 8-9. — С. 153—157.
  • Ансимов А. „Снова по-над Доном небо хмурится“: Стихи // Наше время. — 1994. — 22 ноября. — С. 2.
  • Ансимов А. Стихи // Донские горизонты: Сборник произведений донских писателей. — Ростов н/Д: ОКОЕМ, 1995. — С. 254—279.
  • Ансимов А. По дороге от Христа до Маркса: Стихи // Дон. — 1998. — № 10. — С. 37-41.
  • Ансимов А. Из книги „Последний журналист“ // Южная звезда: Лит.-худож. альманах. — Ростов н/Д: МП Книга, 2001. — С. 83-85.
  • Ансимов А. „В трех шагах от нового дня…“: Стихи // Дон. — 2002. — № 3-4. — С. 69-71.
  • Астапенко М. П., Астапенко Е. М. Николай Туроверов: казак, воин, поэт. — Ростов н/Д, ООО „Терра“, 2014. — 100 с. ISBN 978-5-906446-03-9
  • Таманов Д. Понять людскую боль: [о новой книге стихов А. Ансимова „Ночная кукушка“] // Молот. — 2001. — 29 мая. — С. 3
  • Тартынский Л. „И рвутся на куски сердца“: [о новой книге А. Д. Ансимова „Лебяжий яр“] // Приазовский край. — 1999. — № 34. — 26 августа. — С. 6.

ინტერნეტ-რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.biografija.ru/biography/ansimov-anatolij-dmitrievich.htm
  2. Союз казаков «Область Войска Донского». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-03. ციტირების თარიღი: 2017-09-06.