ამირ ხანი
ამირ ხანი | |
---|---|
დაბადების სახელი | მუჰამედ ამირ ჰუსეინ ხანი |
დაბადების თარიღი | 14 მარტი, 1965 (56 წლის) |
გაუჩინარდა | მუმბაი, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
საქმიანობა | მსახიობი, კონორეჟისორი, კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი |
აქტიური | 1973 წლის 2 ნოემბრიდან დღემდე |
საიტი | [[1]] |
ამირ ხანი (ურდუ عامر خان, ჰინდ. आमिर ख़ान, ინგლ. Aamir Khan; დ. 14 მარტი, 1965, ბომბეი) — ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. მონაწილეობს ჰინდიზე გადაღებულ ფილმებში. თავი დაიმკვიდრა, როგორც ინდური კინოს ერთ -ერთმა ყველაზე პოპულარულმა და გავლენიანმა მსახიობმა. არის მრავალი ნომინაციისა და კინო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, Filmfare Awards და National Film Awards of India. მას მიენიჭა პადმა შრის (2003) და პადმა ბჰუშანის (2010 ) სამთავრობო ჯილდოები.[1][2][3][4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირ ხანი დაიბადა 1965 წლის 14 მარტს ბომბეიში. მისი სახელია მუჰამედ ამირ ჰუსეინ ხანი. თავად მსახიობის თქმით, ჰუსეინი მისი გვარია, ხოლო ხანი— კლანის სახელი, მაგრამ ამირ ხანი უკეთ ჟღერს. მისი მამა გახლდათ პროდიუსერი და პოეტი ტაჰირ ჰუსეინი , ხოლო დედა— ზეინატ ჰუსეინი. ამირი ოჯახში უფროსი შვილია, მას ასევე ჰყავს ძმა ფეიზალი და დები ნიჰატი და ფარჰატი. მისი ნათესავებიც ასევე კინო ინდუსტრიასთან არიან დაკავშირებულები. რეჟისორები არიან ბიძა ნასირ ჰუსეინი და ბიძაშვილი მანსურ ხანი. მისი ბიძაშვილი ტარიკი მსახიობია. მან ითამაშა ფილმებში „ მოძებნეთ ერთმანეთი“ და „ჩვენ სხვებზე უარესები არ ვართ“[5].[6] [7]
ამირ ხანის ერთ -ერთი შორეული ნათესავია აბულ კალამ აზადი —ინდოელი მეცნიერი და პოლიტიკოსი, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი, ასევე ინდოეთის განათლების პირველი მინისტრი . ამირ ხანს ნათესავური კავშირი აქვს ზაქირ ჰუსეინთან, ქვეყნების პირველ მუსლიმ პრეზიდენტთან.[8]
პირველი ორი წელი ამირი დადიოდა JB Petit School– ში, შემდეგ გადავიდა წმინდა ანას სახელობის სკოლაში და ბოლო ორი დამამთავრებელი კლასი ბომბეის შოტლანდიურ სკოლაში სწავლობდა. სკოლის პერიოდში ის უფრო დაინტერესებული იყო სპორტით, ვიდრე სწავლით. გამოდიოდა ჩოგბურთს ეროვნულ ჩემპიონატებზე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სჩაირიცხა ნარსი მონგის ეკონომიკისა და კომერციის კოლეჯში. დაახლოებით ამავე დროს იგი შეუერთდა თეატრალურ ჯგუფ Avantar-ს. წელიწადნახევრის განმავლობაში კულისებში მუშაობის შემდეგ, მისი დებიუტი შედგა პრითხვის თეატრის სცენაზე გუჯარათულ სპექტაკლში Kesar Bina.[9][10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირის შემოქმედებითი კარიერა დაიწყო 1973 წელს, როდესაც მან ახალგაზრდა რათანის როლი შეასრულა ბიძის ფილმში "მოძებნეთ ერთმანეთი“. ამირმა ასევე ითამაშა რამდენიმე ფილმში, რომლის რეჟისორი გახლდათ მისი ბიძაშვილი მანსურ ხანი.
1985 წელს ამირმა ითამაშა მისი მეგობრის აშუტოშ გოვარიკერის ფილმში „ ჰოლი“ (1985). მაგრამ თავად ამირი სამსახიობო კარიერის ნამდვილ დასაწყისად მიიჩნევს 1985 წელს გადაღებულ ფილმს "განაჩენი", რომლის სცენარის ვტორი და პროდიუსერი გახლავთ ამირის ბიძა ნასირ ჰუსეინი. სურათი მაყურებელს მოუთხრობს თანამედროვე ინდოელი რომეოსა და ჯულიეტას შესახებ. ფილმი გახდა ნამდვილი მოვლენა ინდური კინოს სამყაროში. მან მოიგო რვა Filmfare ჯილდო და ეროვნული კინოს ჯილდო საუკეთესო პოპულარული ფილმისთვის.
ამირ ხანმა მიიღო პრემია „მამაკაცის საუკეთესო დებიუტისთვის“ , ხოლო მისმა პარტნიორმა ჯუჰი ჩავლამ მოიპოვა პრემია „ ახალი სახის“ კატეგორიაში. მოგვიანებით, Indiatimes Movies- მა სურათი შეიტანა"25 ბოლივუდური ფილმის ჩამონათვალში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ".
ამირ ხანისა და ჯუჰი ჩავლას ტანდემი გახდა ერთ -ერთი ყველაზე წარმატებული ბოლივუდში. მსახიობებმა ერთად ითამაშეს 7 ფილმში, მათ შორის იყო ცნობილი ნამუშევრები: "სიყვარული, სიყვარული, სიყვარული" (1989), "შენ ჩემი ხარ" (1990), "სიყვარულთან შესახვედრად“" (1993) და "ვნება" (1997).[11]
1990-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წელს ამირმა რობინ ბჰატთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „სიყვარულთან შესახვედრად“ (1993). ფილმის პროდიუსერება ამირის მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე და, რა თქმა უნდა, ქალის მთავარზე ჯუჰი ჩავლა მიიწვიეს.. ფილმი გახდა წლის სენსაცია და მიიღო Filmfare Awards-ის ხუთი ჯილდო (იგი ცხრა ნომინაციაზე იყო წარდგენილი). მათ შორის პრიზი "წლის საუკეთესო ფილმისთვის".
ამირ ხანი კარიერაში წინ მიიწევდა. ამას მოჰყვა მთელი რიგი წარმატებული პროექტები: "მე მინდა დავქორწინდე მილიონერის ქალიშვილზე" (1994), "მხიარული" (1995), "განსხვავებული იღბალი" (1995), "ურჩი ბედი" (1998), "ბოროტი ჩანაფიქრი" ( 1999) და "მეამბოხე სული" (1999). მიუხედავად იმისა, რომ ფილმში "მე მინდა დაქორწინდე მილიონერის ქალიშვილზე", ამირმა ითამაშა სხვა ცნობილ მსახიობ სალმან ხანთან ერთად, კრიტიკოსებმა საკმაოდ ცივად მიიღეს, თუმცა ფილმი მაყურებელს მაშინვე შეუყვარდა. წლების შემდეგ სურათმა მიიღო საკულტო ფილმის სტატუსი.
2000-ის შემდგომი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობისთვის ორი ათასის დასაწყისი აღინიშნა ორი წარმატებული ფილმის გამოშვებით: "მოსიყვარულე გულები" (2001) და "ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში" (2001). ეს უკანასკნელი გარდამტეხი გახდა მსახიობის ცხოვრებაში. იგი პირველად გამოვიდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც სურათის პროდიუსერიც. ამისათვის მან თავის მაშინდელ მეუღლესთან რინა დუტასთან ერთად შექმნა საკუთარი მწარმოებელი კომპანია Aamir Khan Productions. ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მოიგო რვა ეროვნული კინო ჯილდო, ცხრა Filmfare Awards, ცხრა ეკრანის ჯილდო და ათი IIFA ჯილდო. ასევე "ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში" იყო ნომინირებული პრესტიჟულ ამერიკულ კინოპრემია "ოსკარზე" "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში", მაგრამ ვერ გაიმარჯვა.
ამირ ხანის საპროდიუსერო დებიუტის უდიდესი წარმატება გადაფარა მსახიობის განქორინებამ მეუღლესთან —რინა დუტთან. წყვილი ერთად 16 წელი (1986-2002) ცხოვრობდა. მეუღლესთან დაშორების მიზეზი არასოდეს გაცხადებულა. ამ მოვლენამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამირზე, რომ მან კინო მიატოვა და საზოგადოებაშიც აღარ ჩნდებოდა.
მსახიობი 2005 წელს დაბრუნდა ფილმით „აჯანყება“.ამირის მეორე შემოქმედებითი პერიოდი ხასიათდება მხოლოდ წარმატებული პროექტებით. 2006 წელს მან შეასრულა ახალგაზრდა მეამბოხე ფილმში „ზაფრანის ფერი“, რასაც მოჰყვა „ბრმა სიყვარული“, სადაც ცნობილ კაჯოლ დევგანთან ერთად გამოჩნდა. სხვათა შორის, ეს ფილმი პირველი იყო კაჯოლისთვის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ.
ამის შემდეგ დადგა დრო ამირის სარეჟისორო დებიუტისთვის ფილმით"ვარსკვლავები დედამიწაზე", სადაც ამირ ხანი მაყურებელს მოევლინა როგორც პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი. სურათი მოგვითხრობს დისლექსიის მქონე ბიჭზე და საგანმანათლებლო სისტემის არასრულყოფილებაზე. ფილმმა ნამდვილი რეზონანსი გამოიწვია და ბევრი ჯილდო მოიპოვა. ის ოსკარზეც იყო ნომინირებული.
ამას მოჰყვა ნაკლებად წარმატებული "გაჯინი" (2008), "3 იდიოტი" (2009), "მუმბაიის დღიურები" (2010) და "სიმართლე სადღაც ახლოსაა" (2012). „სამი იდიოტი“, რომელშიც ამირმა ითამაშა სტუდენტი რანჩო ჩანჩადის როლი, გახდა ბოლივუდის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და შეინარჩუნა ეს ტიტული 4 წლის განმავლობაში. "მუმბაიის დღიურები" იყო ამირის მეორე ცოლის, კირან რაოს სარეჟისორო დებიუტი.[12]
2013 წელს ამირმა შეასრულა ორი როლი ფილმში Bikers 3. მისი თქმით, ეს როლი ყველაზე რთული იყო მის კარიერაში. ფილმს უდიდესი კომერციული წარმატება ხვდა და გახდა ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ინდოეთში, რომელმაც მოხსნა ოთხი თვით ადრე გამოსული „ჩენაის ექსპრესის“ რეკორდი.
2017 წელს გამოვიდა ფილმი Secret Superstar, სადაც ამირ ხანმა ითამაშა მეორეხარისხოვანი როლი. მისი გმირი ცნობილი კომპოზიტორია, რომელიც ეხმარება მომღერალს წარმატების მიღწევაში. ფილმს სამშობლოში კომერციული წარმატება არ ჰქონდა, მაგრამ ჩინეთში დიდი აღიარება მოიპოვა და მისმა მოგებამ 1 მილიარდი რუპია შეადგინა. მომდევნო წელს, ამირმა ითამაშა Thugs Of Hindostan– ში ამიტაბჰ ბაჩანთან, ფატიმა სანა შეიხსა და კატრინა კაიფთან ერთად, მაგრამ ფილმმა მიიღო უარყოფითი შეფასებები და გაქირავებაში ჩავარდა.[13]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირს ჰყავს მეორე მეუღლე პროდიუსერი და რეჟისორი კირან რაო. 2011 წლის 1 დეკემბერს დაიბადა მათი ვაჟი აზადი. ბოლივუდის წყვილისთვის ბავშვი გააჩინა სუროგატმა დედამ, რომლის სახელი უცნობია. რინა დუტასთან პირველი ქორწინებიდან მას ჰყავს ორი შვილი: ვაჟი ჯუნაიდი (დაიბადა 1993 წელს) და ქალიშვილი ირა (დაიბადა 1998 წელს).
ამირის ძმისშვილი, იმრან ხანი, ასევე ბოლივუდის ცნობილი მსახიობია. პირველად გამოჩნდა საბავშვო როლით ამირის ფილმში "განაჩენი".
ამირის ძმას, ფეისალ ხანს შიზოფრენია აქვს. 2010 წლის 2 თებერვალს მამის—ტაჰირ ჰუსეინის გარდაცვალების შემდეგ, ამირმა უმცროს ძმაზე მეურვეობის უფლება მოიპოვა და იგი თავის სახლში წაიყვანა დედასთან—ზინატთან ერთად.[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- aamirkhan.com —ამირ ხანის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Readers' Picks: Top Bollywood Actors . Rediff.com (17 August 2006). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი 2014.
- ↑ Bhatia, Shreya (6 January 2020). "Meet the world's richest movie star, an Indian: Shah Rukh Khan"[მკვდარი ბმული]. Gulf News. Retrieved 15 March 2019.
- ↑ "Powerlist: Top Bollywood Actors". Rediff. 8 August 2006. Retrieved 26 January 2010.
- ↑ "Whoa! Aamir Khan Is 'World's Biggest Superstar'!". 13 March 2018.
- ↑ Swarup, Shubhangi (29 January 2011). "My Name is Mohammed Aamir Hussain Khan". Open. Retrieved 10 February 2014.
- ↑ Verma, Sukanya. "Birthday Special: The 47 Faces of Aamir Khan"..[მკვდარი ბმული] Radiff com. Retrieved 20 February 2014.
- ↑ Arnold P. Kaminsky; Roger D. Long PhD (30 September 2011). India Today: An Encyclopedia of Life in the Republic: An Encyclopedia of Life in the Republic. ABC-CLIO. pp. 407–408. ISBN 978-0-313-37463-0.
- ↑ Film star Aamir Khan’s roots can be traced to Afghanistan . Khaama Press (28 September 2013). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი 2014.
- ↑ Teach India: Good morning Aamir sir The Times of India (27 July 2008). ციტირების თარიღი 27 დეკემბერი 2014.
- ↑ Bamzai, Kaveree. Aamir Khan: Mr Blockbuster[მკვდარი ბმული] , India Today (7 January 2010). ციტირების თარიღი 27 დეკემბერი 2014.
- ↑ Bhaskaran, Gautaman (22 August 2003). "Aping Hollywood". The Hindu. Archived from the original on 7 November 2003. Retrieved 2 March 2012.
- ↑ Real reason behind success of Secret Superstar, and it is not Zaira Wasim . Financial Expres (21 January 2018). დაარქივებულია 21 იანვარი 2018 г
- ↑ "People call Aamir Khan Mr Perfectionist, but I call him Mr Passionate: Secret Superstar Zaira Wasim".[მკვდარი ბმული] Hindustan Times. 29 October 2017.
- ↑ "21 Things You Probably Didn't Know About Bollywood's 'Mr. Perfectionist' Aamir Khan"[მკვდარი ბმული]. indiatimes.com. Retrieved 22 October 2017.