აშშ-ის სენატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამერიკის შეერთებული შტატების სენატი)
შეერთებული შტატების სენატი
United States Senate
ტიპი
ორგანოს ტიპი ?
ხელმძღვანელები
სტრუქტურა
სხდომების ადგილი

შეერთებული შტატების სენატი (ინგლ. The United States Senate) — აშშ-ის კონგრესის ორი პალატიდან ერთ-ერთი. კონგრესის მეორე პალატაა წარმომადგენელთა პალატა.

აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ყოველი შტატიდან ექვსი წლის ვადით. ცალკეულ შტატში არჩევნების ჩატარების დრო და წესები განისაზღვრება შტატის კანონმდებელი კრების და აშშ-ის კონგრესის მიერ. შედეგად ყოველ ორ წელწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის დასაკავებლად.

სენატის პრეზიდენტი არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.

სენატის წევრების რაოდენობა წარმომადგენელთა პალატის წევრების რაოდენობაზე ნაკლებია და ისინი უფრო ხანგრძლივი ვადით არიან არჩეული. გარდა ამისა, სენატს აქვს რამდენიმე ექსკლუზიური უფლება რომელიც წარმომადგენელთა პალატას არ გააჩნია. შესაბამისად სენატი მიიჩნევა აშშ-ის კონგრესის „ზედა პალატად“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]