ალისუბანი
იერსახე
ალისუბანი[1] — თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ალისუბნისა და ქვედა ალისუბნის ძველი სახელწოდება.
ალისუბანი წყაროებში პირველად 1578 წელს იხსენიება. აქ დგას ალავერდის ეკლესია (XVI ს.), რომლის სამშენებლო წარწერა ინახება სოფ. ჩხარის მუზეუმში. წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის აღმშენებელი სიმეონ ჩხეიძე. ამავე ეკლესიის კედელზე იყო მიტროპოლიტ იოსებ გენათელის წარწერაც, რომელმაც XVIII ს. II ნახევარში ეკლესია მნიშვნელოვნად შეაკეთა და 1762 წელს გელათის მონასტერს დაუბრუნა. ალისუბანი 1773 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ქუთაისის საეპისკოპოსო ტაძარს გადასცა.
ამჟამად თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის ადმინისტრაციული ერთეული მოიცავს სოფლებს: ზარნაძეები, ზედა ალისუბანი (ცენტრი), თხილთაწყარო, მაჩიტაური, ქვედა ალისუბანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.