ალისა (მოდილიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისა
Alice
ავტორი ამედეო მოდილიანი
წელი 1915
კატალოგი 69
ტიპი ზეთით ფერწერა
სიმაღლე 78
სიგანე 39
ქალაქი კოპენჰაგენი
მუზეუმი დანიის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

„ალისა“ (იტალ. Alice) — იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ნახატი, შესრულებული 1915 წელს. „ალისა“ — მჯდომარე გოგონას პორტრეტია, რომელსაც აცვია ლურჯი საკვირაო ტანისამოსი, მკერდზე არსებული ოქროს ჯვრით. იგი პირდაპირ უყურებს მაყურებელს თავისი დიდი ნუშისებრი თვალებით. მუქი თმები ენარცხება ტანისამოსს. გოგონას სახე სტილიზებულია აფრიკული ნიღბის ქვეშ. ფერითი თვალსაზრისით ტილო მარტივია. ფერითი გამა მერყეობს ლურჯი ფერის ნიუანსებიდან ტერაკოტამდე. გოგონას თავის ფორმა კვერცისმაგვარია, ხოლო კისერი — ცილინდრული. 1928 წელს სურათი აჩუქეს დანიის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადაც დღემდე ინახება. ინვენტარის ნომერია KMSr145.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]