ალისა საოცარ ქვეყანაში (სინდრომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალისა საოცრებათა ქვეყნის უცნაურ პერსონაჟებს შორის, ილუსტრაცია, პეტერ ნიუელი, 1890.

ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი ანუ თოდის სინდრომი ხასიათდება ქრონიკული თავის ტკივილით, გარემოსა და დროის ილუზიური აღქმით (დისორიენტაციით), სხეულის შეგძნების დარღვევით (მიკროფსია ან მაკროფსია), ფსიქო-სენსორული ცვლილებებით, დეპერსონალიზაციით. უმთავრესად ვლინდება აურის სახით დაავადების პროდრომულ პერიოდში.

სინდრომის ეპონიმია ინგლისელი მწერლის ლუის კეროლის (27 იანვარი, 1832 - 14 იანვარი, 1898) ნაწარმოები ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. პირველად აღწერა კანადელმა ექიმმა თოდმა (Todd, J.) 1955 წ.


ეპიდემიოლოგია[რედაქტირება]

ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი ერთნაირი სიხშირით გვხვდება სხვადასხვა რასის და სქესის ადამიანებში. შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის, ბავშვებსა და მოზარდებშიც.

სიმპტომები[რედაქტირება]

სინდრომში გაერთიანებულია სამი წამყვანი სიმპტომი: 1). თავის ტკივილი; 2). მხედველობითი აღქმის დარღვევა: პაციენტები გარშემო არსებულ საგნებს (მანქანები, შენობები და ა.შ.) აღიქვამენ შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია) ან დამახინჯებულად. მაგალითად, ქუჩა ძალიან ვიწროა, იატაკი ძალიან ახლოსაა; 3). სმენისა და შეხების აღქმის დარღვევა: ხმა რეალურზე უფრო ახლოდან ან შორიდან ესმით. პაციენტები განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან საკუთარი სხეულის ზომებისა და პროპორციების აღქმის დარღვევას.

დიაგნოზი[რედაქტირება]

ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე იხატება სამივე ძირითადი ნიშანი. სიმპტომები სხვადსხვა ინტენსივობით შეიძლება იყოს გამოხატული. მაგალითად, აურის სახით, რომელიც შეიძლება 1 საათის მანძილზე გრძელდებოდეს. ობიექტური კვლევისას თვალის და სმენის ორგანოების ჯანმრთელია. ფიზიკური მიზები დგენდება ობიექტური კვლევის დროს. ნევროლოგის, ინფექციონისტის, ტოქსიკოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაციის საფუძველზე განისაზღვრება ძირითადი დაავადება, რომელთანაც ასოცირდება სინდრომი.

დაავადებები[რედაქტირება]

ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი გამოვლინდება სხვადასხვა დაავადებების დროს. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია კლინიკური შემთხვევები, როდესაც ეს სინდრომი ასოცირებული იყო შაკიკთან, თავის ტვინის სიმსივნეებითან, ეპილეფსიასთან, ინფექციურ დაავადებებთან (ებშტეინ-ბარის ვირუსი ანუ ინფექციური მონონუკლეოზი, ვარიცელა), მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციებთან (ფსიქოტროპული წამლებით მოწამვა) და სხვა.

მკურნალობა: ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Todd, J. The Syndrome of Alice in Wonderland, Can Med Assoc J. 1955 Nov 1;73(9):701-4
  • Murphy W. Dealing with Headache. Alexandria, Va: Time-Life Books; 1982
  • Lief HI., Alice or Little Hans in Wonderland; Int. J. Psychiatry. 1967 4(1):49-50
  • Benson RC., Alice in Wonderland and Teenage Gynecology; J.Obstet Gynecol. 1968 32(4):560-586
  • Livesley B., Alice in Wonderland Syndrome; J. Nurs Times, 1973 7/69(23):730-2
  • Copperman SM., “Alice in Wonderland” Syndrome as a Presenting Symptom of Infectious Mononucleosis in Children; J. Clin Pediatr (Phila). 1977 16(2):143-6
  • Golden GS., Alice in Wonderland Syndrome in Juveline Migraine; J. Pediatrics. 1979 63(4):517-9
  • Murray TJ., The Neurology of Alicein Wonderland; Can J Neurol Sci. 1982 9(4):453-7
  • Eshel GM, et all., Alice in Wonderland Syndrome, a Manifestation of Acute Epstein-Barr Virus Infection; Pediatr Infect Dis J. 1987 6(1):68
  • Wang SM, Liu CC, Chen YJ, Chang YC, Huang CC., Alice in Wonderland Syndrome Caused by Coxsackievirus B1; Pediatr Infect Dis J. 199615(5):470-1
  • Mizuno M, Kashima, Alice in Wonderland Syndrome a Precursor of Depressive Disorder; J. Psychopathology. 1998;31(2):85-9
  • Blau JN., Somesthetic Aura: the Experience of Alice in Wonderland; J. Lancet. 1998 15;352(9127):582
  • Soriani S, Faggioli R, Scarpa P, Borgna-Pignatti C., Alice in Wonderland Syndrome and Varicella; Pediatr Infect Dis J. 1998 17(10):935-6.
  • Zwijnenburg PJ, Wennink JM, Laman DM, Linssen WH., Alice in Wonderland Syndrome: a Clinical Presentation of Frontal Lobe Epilepsy; J. Neuropediatrics. 2002 33(1):53-5
  • Podoll K, Ebel H, Robinson D, Nicola U., Obligatory and Facultative Symptoms of the Alice in Wonderland Syndrome; Minerva Med. 2002 93(4):287-93

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]