ალექსეი შვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსეი შვედი

შვედი 2018 წელს
№ 1 – ხიმკი
ფრთა/გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 18 დეკემბერი, 1988 (1988-12-18) (35 წლის)
ბელგოროდი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება რუსი
სიმაღლე 198 სმ
წონა 86 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2010 / Undrafted
პროფესიონალური კარიერა 2006–დღემდე
ლიგა VTB გაერთიანებული ლიგა
ევროლიგა
კარიერის ისტორია
2006 - 2012 ცსკა მოსკოვი
2007   ხიმკი
2009 - 2010   დინამო მოსკოვი
2012 - 2014 მინესოტა ტიმბერვულვზი
2014 ფილადელფია სიქსერსი
2014 - 2015 ჰიუსტონ როკეტსი
2015 ნიუ-იორკ ნიკსი
2015 - ხიმკი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

ალექსი ვიქტოროვის ძე შვედი (რუს. Алексей Викторович Швед; დ. 16 დეკემბერი, 1988, ბელგოროდი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — რუსი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად კლუბ ხიმკისთან ერთად თამაშობს VTB გაერთიანებულ ლიგასა და ევროლიგაში. 1.98 სიმაღლის გათვალისწინებით, იგი თამაშობს გამთამაშებლისა და ფრთის პოზიციაზე.

2012 წელს შვედი ცსკა მოსკოვს ევროლიგის ფინალებში გასვლაში დაეხმარა; მომდევნო სამი წელი მან NBA-ში გაატარა, ხოლო შემდგომ კვლავ ევროპაში დაბრუნდა და 2018 წელს ევროლიგის წლის მეორე გუნდში ჩეირჩა. რუსეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად მან 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი, ხოლო ევრობასკეტ 2011-ზე ვერცხლის მედალი მოიგო.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცსკა მოსკოვი (2006-2012)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2006 წლის 4 ნოემბერს, ცსკა მოსკოვთან ერთად ურალ გრათ პერმის წინააღმდეგ რუსეთის სუპერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში.[2] შVედის დებიუტი ევროლიგაში შედგა 2007 წლის 17 იანვარს, ზალგირისიის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში.[3] 2007 წლის თებერვალში, ცსკა მოსკოვიდან იჯარის წესით ხიმკის შეუერთდა. 2007-2008 წლების სეზონის დაწყებამდე იგი ცსკა მოსკოვში დაბრუნდა. 2009 წლის დეკემბერში კვლავ იჯარით, დინამო მოკოვში გადავიდა. 2010-2011 წლების სეზონის დაწყებამდე შვედი კვლავ ცსკა მოსკოვში დაბრუნდა. მომდევნო სეზონში „წითლებთან“ ერთად ევროლიგის ფინალს მიაღწია.

NBA (2012-2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 23 ივლისს ცსკა მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შვედმა გუნდი დატოვა და ახალ კონტრაქტს NBA-ის კლუბ მინესოტა ტიმბერვულვზთან გააფორმებდა.[4] ორი დღის შემდეგ შვედმა ტიმბერვულვზთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2014 წლის 23 აგვისტოს შედგა სამგუნდიანი გაცვალა, რომელშიც მინესოტა ტიმბერვულვზი, კლივლენდ კავალიერსი და ფილადელფია სიქსერსი ჩაერთო. გაცვლით ალექსი შვედი და თანაგუნდელი ლუკ მბაჰ მოუტე სიქსერში გადავიდა.

2014 წლის 19 დეკემბერს შედგა სამგუნდიანი გაცვლა, რომელშიც ჰიუსტონ როკეტსი, მინესოტა ტიმბერვულვზი და ფილადელფია სიქსერსი მონაწილეობდა. გაცვლის შედეგად შვედი როკეტსს შეუერთდა.[5]

2015 წლის 19 თებერვალს, შვედი ორ მეორე რაუნდის პიკთან ერთად ნიუ-იორკ ნიკსში, პაბლო პრიჯიონის სანაცვლოდ გაიცვალა.[6]

ხიმკი (2015-დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 16 ივლისს შვედი რუსეთში დაბრუნდა და სამწლიანი კონტრაქტი ხიმკისთან გააფორმა.[7] კონტრაქტის მიხედვით, ალექსეი შვედი სამ წელიწადში 10.2 მლნ $ მიიღებდა.[8][9] 2017 წლის 27 მარტს შვედი დასახელდა „European-wide second tier level“-ის ევროთასის სეზონის MVP-იდ.[10] ევროთასის ისტორიაში იგი იყო პირველი მოთამაშე, რომელმაც სეზონში საშუალოდ 22 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა დააფიქსირა.[10] შვედი აგრეთვე დასახელდა 2016-2017 წლების სეზონის VTB გაერთიანებული ლიგის MVP-იდ.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wolves Sign Free Agent Alexey Shved.
  2. CSKABasket.com Russian Superleague (Division A): Regular season 04.11.2006, Moscow, 2500 spectators.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.09.2015. ციტირების თარიღი: 25.11.2019.
  3. Euroleague.net Regular Season Game 12 - January 17, 2007 - UNIVERSAL SPORTS HALL CSKA.
  4. Alexey Shved moves to Minnesota. CSKABasket.com (July 23, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2015. ციტირების თარიღი: July 23, 2012.
  5. Wolves Sign Free Agent Alexey Shved. NBA.com (July 25, 2012). ციტირების თარიღი: July 25, 2012.
  6. Knicks Acquire Alexey Shved and Two Draft Picks. NBA.com (February 19, 2015). ციტირების თარიღი: February 19, 2015.
  7. „Khimki lands high-flying guard Shved“. Euroleague.net. 16 July 2015. ციტირების თარიღი: 16 July 2015.
  8. Alexey Shved becomes highest-paid player outside of US.
  9. Alexey Shved turns down Knicks to become highest-paid player overseas.
  10. 10.0 10.1 7DAYS EuroCup MVP for 2016-17: Alexey Shved, Khimki Moscow Region
  11. Alexey Shved named season MVP VTB League