ალექსანდრე ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე სიმონის ძე ჯავრიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1881, თბილისი, — გ. 17 ოქტომბერი, 1932, იქვე) — ქართველი ექიმი, ერთ-ერთი პირველი დერმატოლოგ-ვენეროლოგი საქართველოში.

1916 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1919 წლამდე მუშაობდა იქვე, უნივერსიტეტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კლინიკაში. 1919 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1931 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგედ. იმავდროულად, 1931 წლიდან გარდაცვალებამდე, იყო აგრეთვე კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს შრომები ვენეროლოგიისა და დერმატოლოგიის საკითხებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]