შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ნევზოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ნევზოროვი

ალექსანდრე ნევზოროვი 2014 წელს
დაბადების თარიღი 3 აგვისტო 1958
ლენინგრადი, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ (19581991)
რუსეთის დროშა რუსეთი (1991 — დღემდე)
საქმიანობა ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
რეჟისორი
სცენარისტი
პროდიუსერი

ალექსანდრე ნევზოროვი (რუს. Невзоров, Александр Глебович; დ. 3 აგვისტო 1958, ლენინგრადი, სსრკ) — საბჭოთა და რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პუბლიცისტი. დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატი (1993-2007)[1][2].

დაიბადა 1958 წლის 3 აგვისტოს ლენინგრადში. ზრდიდნენ დედა და ბებია. პაპა დედის მხრიდან იყო სსრკ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს გენერალი, გიორგი ვლადიმერის ძე ნევზოროვი, დედა — გალინა გიორგი ასული ნევზოროვა (1936-2001). მამის ვინაობა უცნობია.

არ გაუვლია სამხედრო სამსახური (კერძოდ, ნევზოროვმა თავის თავს მიაყენა ჭრილობები ცივი იარაღით, ასევე სცადა თავის მოწამვლა, ჰქონდა მიდრეკილება ნარკოტიკებისკენ). სამედიცინო კომისიის დასკვნით, აღენიშნებოდა შიზოფრენია და ფსიქოფატია.[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]