ალექსანდრე ნეველის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამლოცველო XIX საუკუნის ბოლოს

ალექსანდრე ნეველის სამლოცველო (რუს. Часовня Александра Невского в Москве) — სამლოცველო, რომელიც იყო განთავსებული მოსკოვში, მანეჟის მოედნის სიახლოვეს. აშენდა 1882-1883 წლებში არქიტექტორ დიმიტრი ჩიჩაგოვის პროექტით „1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში დაღუპულ მეომართა სამახსოვროდ“.

სამლოცველოს შექმნის ინიციატორები რუსეთ-ოსმალეთის ომში დაღუპულ მეომართა სამახსოვროდ გახდა შრომის წამახალისებელი საზოგადოება. სამლოცველოს პირველი ქვა აიგო 1882 წლის 31 ივლისს. სამლოცველო სზეიმოდ იკურთხა 1883 წლის 28 ნოემბერს პლევნის აღების მეხუთე წლისთავს. [1].

ალექსანდრე ნეველის სამლოცველო და სასტუმრო „ნაციონალი“.

სამლოცველო იყო განლაგებული მანეჟის მოედანზე (სასტუმრო „ნაციონალის“ მოპირდაპირე მხარეს, ტვერისა და მოჰოვის ქუჩების გადაკვეთაზე). სამლოცველო დაიდგა იმ ადგილზე, სადაც ადრე იდგა მოისეევის მონასტერი, გაუქმებული 1764 წელს,[1] ხოლო სამონასტრო ეკლესია 1789 წელს დაიშალა.

სამლოცველო იყო აშენებული თუჯის პირამიდის სახით, რამაც გამოიწვია ასოციაციები „ეგვიპტურ სტილთან“. კარავისებრი სამლოცველოს თავზე იყო აღმართული ჯვარი, თვით პირამიდა იყო მორთული კომპოზიციებით სამხედრო ჯავშნებისგან. სამლოცველოს სამი შესასვლელი ჰქონდა - ჩრდილოეთითა და სამხრეთით იდგა წყვილი ბოძები, რომლებზეც ორთავიანი არწივები იდგა. სამლოცველოს შიგნით არსებობდა ალექსანდრე ნეველის სახე. [1].

შემოსავალი სამლოცველოსგან იგზავნებოდა ალექსანდრესეული თავშესაფრის შესანახად. [1]

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო საუბრები სამლოცველოს დანგრევასთან დაკავშირებით. სამლოცველოს დანგრევის მთავარი მომხრე აღმოჩნდა იუსტიციის სახალხო კომისარიატის უფროსი პეტრე კრასიკოვი. მან მისწერა რუსეთის განათლების კომისარიატს შემდეგი წერილი „სამლოცველო მოხატულია მეფეების პატივსაცემი ხატებით“ და „არ წარმოადგენს ისტორიულ ან ხელოვნურ ფასეულობას“. მიუხედავად ამისა, განათლების კომისარიატიც კი მიიჩნევდა, რომ სამლოცველო არის „ხელოვნურ-ისტორიული ხასიათის ძეგლი, რომელიც განსაკუთრებულია 80-იანი წლებისთვის და რომელიც უნდა იყოს შენახული“[1].

კამათი გრძელდებოდა ორი წლის მანძილზრ, სანამ 1922 წელს მოსკოვის საბჭოს პრეზიდიუმმა არ ბრძანა სამლოცველოს დანგრევა. იგი დაინგრა ოქტომბრის რევოლუციის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად. ალექსანდრე ნეველის სამლოცველო გახდა მოსკოვში პირველი საეკლესიო შენობა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია.[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კ. მიჰაილოვი, შებილწული დიდება (Поруганная слава), მოსკოვი: იაუზა, ექსმო, 2007. — გვ. 233-238.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 კ. მიჰაილოვი, შებილწული დიდება (Поруганная слава), მოსკოვი: იაუზა, ექსმო, 2007. — გვ. 233-238.