ალექსანდრე დარგომიჟსკის საფლავის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე დარგომიჟის საფლავის ძეგლი
Памятник на могиле Даргомыжского
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მოქანდაკე ანდრეი ხაუსტოვი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 1961
მიძღვნილია ალექსანდრე დარგომიჟსკი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810593033

ალექსანდრე დარგომიჟსკის საფლავის ძეგლი (რუს. Памятник на могиле Даргомыжского) — ძეგლი რუსი კომპოზიტორის ალექსანდრე დარგომიჟსკის საფლავზე სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ხელოვნების ოსტატთა სასაფლაოზე ალექსანდრე ნეველის ლავრის ტერიტორიაზე. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ანდრეი ხაუსტოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი ჩამოასხეს ბრინჯაოსაგან და წარმოადგენს გლეხის მწყემსი ბიჭის ფიგურას, რომელსაც ხელში სალამური უჭირავს. ფიგურა ნატურალურ ზომებშია შექმნილი. ძეგლის მოდელად გამოიყენეს ხაუსტოვის სადიპლომო ნაშრომი - კომპოზიტორ ალექსანდრე დარგომიჟსკის ძეგლი, რომელიც დაიცვა 1958 წელს ა. ლ. შტიგლიცის სახელობის სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში. იშვიათი მოვლენა იყო XX საუკუნეში რუსული სახვითი ხელოვნების ისტორიაში, როდესაც სადიპლომო ნაშრომს დგამდნენ ძეგლად.

ა. ხაუსტოვმა უარყო ფართოდ გავრცელებული, ტიპური საფლავის ქვის დადგმის ტრადიცია, რომელიც ყველაზე ხშირად კვარცხლბეკზე აღმართული ბიუსტის სახით იყო წარმოდგენილი და მან გარდაცვლილის ფიგურა აღმართა მთელი ტანით. მწყემსი ბიჭის ფიგურა ცოცხალია, დინამიურია, ჩამოჰგავს ალექსანდრე ოსტროვსკის პიესა-ზღაპრის გმირს[1].

1958 წელს ა. ხაუსტოვის სადიპლომო ნაშრომის შესახებ რუსეთში გამომავალი ჟურნალი „ხელოვნება“ წერდა:

ვიკიციტატა
„ხაუსტოვმა გამოსახა გლეხის ბიჭი, რომელიც სალამურზე უკრავს. ეს ძეგლი განკუთვნილია კომპოზიტორ ალექსანდრე დარგომიჟსკის საფლავისათვის. ქანდაკება ზომებით მცირეა, მას არ ახასიათებს „მონუმენტურობა“, მაგრამ გამოხატულია ღრმა გრძნობები, ლირიზმი, ფორმების მუსიკალურობა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Калинин В. Молодые монументалисты // Искусство. 1958, № 11. С.13.
  • Ленинград. Путеводитель / Составитель Серпокрыл С. М.. — Л.: Лениздат, 1973.
  • Нетунахина Г. Д. Музей городской скульптуры. — Л.: Лениздат, 1981.
  • Сморгон Л. Разговор с Репиным. — СПб.: Герань, 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дёмин Л. М. Леонид Хаустов. — М.: Альфа и Омега, 1996.
  2. Калинин В. Молодые монументалисты // Искусство. 1958, № 11. С.13.