ალესანდრო მანძონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალესანდრო მანძონი (დ. 7 მარტი, 1785, მილანი — გ. 22 მაისი, 1873, მილანი) — იტალიელი მწერალი, რისორჯიმენტოს ეპოქის წარმომადგენელი, იტალიურ ლიტერატურაში ისტორიული რომანის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მდიდარი გრაფის ოჯახში. წერა დაიწყო 15 წლისამ. 1801 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები, ტერცინებით დაწერილი მითოლოგიური ალეგორია „თავისუფლების ტრიუმფი“. წერდა ჰიმნებს, პოლიტიკურ და პატრიოტულ ლექსებს. 1820 წელს გამოაქვეყნა დრამა „გრაფი კარამანოლა“, რომელიც აღიარებულ იქნა იტალიური რომანტიზმის მანიფესტად. დაუპირისპირდა კლასიციზმს როგორც ამ დრამაში, ასევე დრამაში „ადელგიზში“ (1822) და თეორიულ შრომებში „წერილი ტრაგედიაში დროისა და ადგილის ერთიანობის თაობაზე“ და „წერილი რომანტიზმის შესახებ“ (1823). მისი რომანი „დანიშNულები“, რომელიც დაიწერა 1821 წელს, გამოქვეყნდა 1827 წელს და პირველი იტალიური ისტორიული რომანია. მასში კვლავ ძლიერი იყო რომანტიზმის გავლენა, მაგრამ უკვე შეინიშნებოდა რეალიზმის კვალიც. მანძონიმ განაახლა ლიტერატურული ნორმები, შემოიღო მარტივი სინტაქსური კონსტრუქციები, გამოიყენა სალაპარაკო ენა, გაამდიდრა ლექსიკა.

გარდაიცვალა 1873 წლის 22 მაისს წმინდა ფედელეს ტაძარში, კიბეზე ფეხის დაცურების გამო. მანძონის მიუთხვნა ჯუზეპე ვერდიმ ოპერა რეკვიემი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]