ალდროვანდა (ლათ.Aldrovanda vesiculosa) — მწერიჭამიაწყალმცენარედროზერასებრთაოჯახისა. ალდროვანდა უფესვოა, ძაფისებრი ღეროებით წყალში ჩაყურსული. რგოლურად განლაგებული ფოთლების განიერი ყუნწი გრძელი ჯაგრებით ბოლოვდება, ზედ ფოთოლზე კი მომნელებელი ჯირკვლები და მგრძნობიარე ბუსუსები აქვს, რომელთა გაღიზიანებისას ფოთოლი შუაზე იკეცება და მსხვერპლს შიგ იმწყვდევს, შემდეგ კი ინელებს.