აკოცე გოგონებს (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აკოცე გოგონებს
რეჟისორი გარი ფლედერი
პროდიუსერი დევიდ ბრაუნი
ჯო ვიზანი
სცენარის ავტორი დევიდ კლასი
ჯეიმზ პატერსონი
როლებში მორგან ფრიმენი
ეშლი ჯადი
კომპოზიტორი მარკ ისჰამი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 3 ოქტომბერი, 1997
ხანგრძლივობა 117 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $27 000 000

აკოცე გოგონებს (ინგლ. Kiss the Girls) არის 1997 წლის ტრილერი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ გარი ფლედერის მიერ. გადაღებულია ჯეიმზ პატერსონის ნოველის მიხედვით. მთავარ როლებში არიან მორგან ფრიმენი და ეშლი ჯადი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიციელი ფსიქოლოგი ალექს კროსი გებულობს რომ მისი ნათესავი გოგონა დაიკარგა. როგორც გაირკვა ის მანიაკის მორიგი მსხვერპლი გახდა. მანიაკი იტაცებს გოგონებს და ამწყვდევს მათ საიდუმლო მიწისქვეშა სარდაფში, სადაც მათ გარკვეული წესების დაცვას აიძულებს. მათ ვინც წესებს დაარღვევს ტყეში შებოჭილს სტოვებს და ისინი ნელი სიკვდილით იხოცებიან. ერთ-ერთი მძევალი მოახერხებს გაქეცევას. კროსი კეიტთან ერთად იწყებენ მანიაკის ძებნას...