აკიმ ესპეხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აკიმ (ეკიმ) ესპეხო (რუს. Аким Михайлович Эспехо; დ. 1792, გრანადა, ესპანეთი — გ. 1847) — გენერალ–მაიორი რუსეთის იმპერიის დროს, ქუთაისის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის დროებითი მმართველი 1837–1840 წლებში.

დაიბადა 1792 წელს ესპანეთში, გრანადაში. თავდაპირველად მსახურობდა ესპანეთის ჯარებში, ხოლო მოგვიანებით, 1818 წლის 23 იანვარს მიიღო შტაბს–კაპიტანის წოდება და ჩაირიცხა რუსეთის ჯარების შემადგენლობაში.

ერთი წლის შემდეგ, 1819 წლის 7 აპრილს მიიღო კაპიტნის, ხოლო 4 დეკემბერს – მაიორის წოდება.

დაჯილდოებულია წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით (1827 წ.), ასევე წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით (1847 წ.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი 25 ტომად. პოლოვცოვი; 1896-1918;
  • Степанов В. С., Григорович П. И. В память столетнего юбилея императорского Военного ордена Святого великомученика и Победоносца Георгия. (1769—1869). СПб., 1869
  • Ушаков. История военных действий в Азиатской Турции в 1828 и 1829 г. Ч. 1—2. СПб., 1836