აიდე
იერსახე
| აიდე | |
|---|---|
| მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
| სქესი: | მდედრობითი |
| მამა: | ზევსი |
| და-ძმა: | მელეტე და მნემე |
აიდე (ძვ. ბერძნ. Ἀοιδή — „სიმღერა“) — ვოკალური მუსიკის მუზა ბერძნულ მითოლოგიაში[1][2].
ჰესიოდე ცეკვა-თამაშსაც მუზების წყალობად თვლიდა. შემდეგ მუზათა ფუნქციები უფრო განივრცო, მაგრამ ჰესიოდისეული ვერსია, რიცხვი და სახელები მტკიცედ დარჩა, თუმცა იყო სხვა ვერსიებიც. ზოგი სამს ასახელებს: მელეტე (ფიქრი, ჩაფიქრება, აზროვნება), მნემე (მეხსიერება), აიდე (სიმღერა) — ამ სამეულის მსახურება დააწესეს ჰელიკონზე გმირებმა ოტოსმა და ეფიალტესმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 334
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Павсаний. Описание Эллады IX 29, 2 დაარქივებული 2020-06-26 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Цицерон. О природе богов III 54 დაარქივებული 2019-07-23 საიტზე Wayback Machine. .