აზია (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg ტერმინს „აზია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აზია (მრავალმნიშვნელოვანი).

აზია, იგივე კლიმენე (ბერძ. Ἀσία) — ოკეანიდი. ტეთესის და ოკეანოსის ქალიშვილი, იაპეტის ცოლი, ატლანტოსის, პრომეთესა და ეპიმეთეს დედა. სხვა მითების მიხედვით, პრომეთეს ცოლი, დევკალიონის ან ფაეთონტის დედა. აზიის კონტინენტის ეპინომი.