აზერბაიჯანული ზღაპრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელიკ მამედოვი — იმავე სახელწოდების აზერბაიჯანული ზღაპრის მთავარი გმირი

აზერბაიჯანული ზღაპრები (აზერ. Azərbaycan nağılları) — აზერბაიჯანელი ხალხის ზეპირი შემოქმედების ნაწარმოებები. ისინი თავიანთი შინაარსით მრავალფეროვანია. აზერბაიჯანულ ზღაპრებში აისახა აზერბაიჯანელი ხალხის წარსული, მისი სულიერ-მორალური და საზოგადოებრივ-ფილოსოფიური შეხედულებები. რიგი ბრწყინვალე ზღაპრების ლეიტმოტივი (ისეთების როგორიცაა „სიმანი“) ადგილობრივი და უცხოტომელი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაა.[1] ზღაპრებმა დღევანდლამდე შემოინახეს უძველესი ხალხური ტრადიციები და ადათ-წესები. ისინი ასახავენ აზერბაიჯანის ბუნებას, მის მწვანე მდელოებსა და საძოვრებს დიდებულ მთებს, მოჩუხჩუხე მდინარეებს, ყვავილოვან ბაღებსა და მრავალ სხვა სურათებს.

აზერბაიჯანული ზღაპრების ისტორიიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული ხალხური ზღაპრების ფანტასტიკური მოტივები მოსჩანს ოგეზური საგმირო ეპოსის «დედე გორგუდის წიგნი» («ჩემი ბაბუა კორკუტის წიგნი»)[2] ზოგიერთ ეპიზოდში.

აზერბაიჯანული ზღაპრების პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეკჩეკ ფატმა — აზერბაიჯანული ზღაპრების ერთ-ერთი მთავარი გმირი

აზერბაიჯანში ბავშვთა შორის ყველაზე პოპულარული პოზიტიური ზღაპრის გმირი არის ჯირტდანი, რაც აზერბაიჯანული ენიდან თარგმნაში ნიშნავს — პატარა ჯუჯა. მრავალი ზღაპარია შექმნილი ჯირტდანის შესახებ, რომელიც გამოირჩევა ეროვნული ორიგინალობით, ჭკუამახვილობით, გამბედაობითა და სიმამაცით. ამავე დროს ის შეიძლება იყოს ზარმაცი, ტყეში შეშის მოსატანად მიმავალი სოფლის ბიჭები

აიძულოს იგი ზურგით ატარონ, თუმც შეუძლია იყოს ძალიან ძლიერი და აზერბაიჯანული ზღაპრების პოპულიარულ სხვა პერსონაჟთან - დივასთან (მონსტრი, გიგანტი) შეხვედრისას, პატარა ჯირტდანი ლომის გამბედაობასა და სიმამაცეს იძენს და ბიჭებს შორის ყველაზე ძლიერი და მოხერხებული ხდება.[3]

აზერბაიჯანული ზღაპრების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯირტდანი — აზერბაიჯანული ზღაპრების ერთ-ერთი მთავარი გმირი

თავისი დატვირთვითა და შინაარსით აზერბაიჯანული ზღაპრები სამ ტიპად იყოფა: «ზღაპრები ცხოველებზე», «ზღაპრები უბრალო ხალხზე» და «ჯადოსნური ზღაპრები».[4]

აზერბაიჯანულ ფოლკლორში ცხოველთა სამყაროს შესახებ ზღაპრები შედარებით მცირე რაოდენობისაა. მათში მოქმედი პირების მიხედვით, ისინი იყოფა ორ მთავარ ჯგუფად: ზღაპრები, რომელთა პერსონაჟებიც მთლიანად ცხოველებისაგან შედგება, და ზღაპრები, რომლებშიც ცხოვლებიც და ადამიანებიც მონაწილეობენ. ამ ზღაპრების უმეტესობა ძალიან მოკლე, დიდაქტიკური და მახვილგონივრულია. მათში, ისევე როგორც იგავ-არაკებში, ცხოველებში იგულისხმება ადამიანები. ასეთი ზღაპრების საყვარელი ხერხია ორი ურთიერთსაპირისპირო თვისების ალეგორიული დაპირისპირება: მელია — მგელი. ტურა — მამალი, დათვი — ლომი და ა. შ..[5]

აზერბაიჯანული ზღაპრები საზღვარგარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიაში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით, ბერლინის გამომცემლობა «Verlag Dr. Koster»-ში დღის შუქი იხილა წიგნის «აზერბაიჯანული ხალხური ზღაპრები» მეორე გამოცემამ. წიგნის ავტორი და მთარგმნელი აზერბაიჯანმცოდნე ლილიანა გრიმია. აზერბაიჯანთან მისი პირველი გაცნობა შესდგა ვენაში გამართული აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენაზე. წიგნში შევიდა ჩვიდმეტი აზერბაიჯანული სახალხო ზღაპარი და აბდულა შაიგას იგავი «მელას მომლოცველები».[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Азербайджанские сказки / Составитель А. Ахундов (азерб.)русск.. Под ред. Дж. Ильдрым-заде. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1959. — С. 7. — 276 с.
  2. Ариф М. Азербайджанская литература. — М.: Высшая школа, 1979. — С. 11. — 232 с.
  3. Рамазан Кафарлы: «Сказочный Мир — Джыртдан». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-18. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
  4. «Азербайджанские сказки, мифы, легенды». Библиотека азербайджанской литературы в 20-ти томах. Азербайджанское Государственное Издательство. Баку, 1988 год.
  5. Азербайджанские сказки / Составитель А. Ахундов (азерб.)русск.. Под ред. Дж. Ильдрым-заде. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1959. — С. 6. — 276 с.
  6. «Азербайджанские сказки» в Германии[მკვდარი ბმული]