აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტო
Medianın İnkişafı Agentliyi
უწყების შესახებ
შეიქმნა 12 იანვარი, 2021
უწყების ხელმძღვანელი აჰმედ ისმაილოვი, აღმასრულებელი დირექტორი
საიტი
media.gov.az

აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტო (აზერ. Medianın İnkişafı Agentliyi) — სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს მედიის განვითარების პოლიტიკას აზერბაიჯანში.

შექმნილია 2021 წლის 12 იანვარს[1]. სააგენტო შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მასმედიის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ფონდის საფუძველზე[2].

სააგენტოს მმართველი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტოს ფუნქციებია:

  • სამართლებრივი აქტების, განვითარების კონცეფციების, მიზნობრივი პროგრამების მომზადება და განხორციელება მედიის განვითარების სფეროში;
  • მედიის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
  • ზომების მიღება ჟურნალისტების პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის ასამაღლებლად;
  • ღონისძიებების გამართვა, რომლებიც ხელს უწყობს სპეციალისტების მომზადებას და მედიის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • მედია სუბიექტების მიერ მედიის სფეროში უცხოური გამოცდილების შესწავლის სტიმულირება;
  • მასალების მომზადება და გამოქვეყნება, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის განათლებას, საზოგადოების ყურადღების მიქცევას აქტუალურ საკითხებზე;
  • აუდიოვიზუალური პროდუქტების მომზადების კონკურსების გამართვა;
  • ბეჭდვითი და ონლაინ მედიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ზომების მიღება;
  • ბეჭდური და ონლაინ მედიის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას ინფორმაციის გადაცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან;
  • მედია რეესტრში რეგისტრაციის მოწმობების, ჟურნალისტების მოწმობების გაცემა;
  • მედიისა და ჟურნალისტების რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება;
  • სააგენტოს უფლება აქვს შეუკვეთოს სოციალური რეკლამა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]